in

60 აბიტურიენტი 100%-იანი გრანტით დაფინანსდება – სოციალური კამპანია „ალტერბრიჯისგან“

60 აბიტურიენტი, რომელიც პირველ ნომრად „ალტერბრიჯს“ მიუთითებს, 100%-იანი სახელმწიფო გრანტის ოდენობით დაფინანსდება 4 წლის განმავლობაში – გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა ქვეყანაში COVID-19-ის გამო გაჩენილი კრიზისის გამო მიიღო.

ჩვენ დავაფინანსებთ 60 სტუდენტს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში პირველ ნომრად აირჩევს ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამას ნომრით 198 “, – განაცხადა რექტორმა.

დაფინანსება გულისხმობს 100%-იანი სახელმწიფო გრანტის, 2250 ლარის სრულ ოდენობას 4 წლის განმავლობაში, რაც სტუდენტისთვის ჯამურად 9 000 ლარის შეღავათი იქნება.

2020 წელს, საერთაშორისო სტანდარტებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილმა  ახალმა უნივერსიტეტმა მომავალ სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები კომუნიკაციების სფეროში შესთავაზა.

საბაკალავრო საფეხურის პროგრამა მოიცავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ხოლო სამაგისტრო პროგრამა კი – სტრატეგიულ კომუნიკაციებს.

„ალტერბრიჯს“ 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სფეროს კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი და მრავალმხრივი შესაძლებლობების უნივერსიტეტი შეემატა.

უნივერსიტეტი ეკოლოგიურ და უსაფრთხო გარემოში, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლოფტის ტიპის დიზაინით დაგეგმარებული შენობის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა კომფორტულ და თავისუფალ გარემოში იმეცადინონ და მიიღონ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები.

როგორც უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, ნათია გოცაძე აღნიშნავს, „ალტერბრიჯს“ აქვს ამბიცია, რომ მათი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ქვეყანაში PR-ს ახალ და უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე აიყვანს.

ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, ნეიროლინგვისტური პროგრამირების უნარები, რომლებიც  მზად იქნებიან, შექმნან სწორი კონტენტი და მოარგონ ის საზოგადოებრივ ინტერესებს“, -აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

სტუდენტები ცოდნას ქართველი და უცხოელი საუკეთესო პროფესორებისა და უშუალოდ, პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღებენ.

გოცაძის თქმით, უნივერსიტეტში თეორია და პრაქტიკა დაბალანსებული იქნება, რადგან უმაღლესი სასწავლებლის მიზანია, მოამზადოს სტუდენტები რეალურ ცხოვრებასთან, რეალურ სამსახურთან შესახვედრად.

სწორედ ამიტომაც, სტუდენტების სტაჟირებისთვის მისაღებად უკვე მობილიზებულია ქვეყნის წამყვანი კომპანიები: მედიასაშუალებები, სარეკლამო სააგენტოები, მსხვილი კომპანიები თუ საჯარო უწყებები.

კვლევითი პროექტები, საჯარო შეხვედრები, სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და ფორუმები, პრაქტიკული სამუშაოები  – ესაა იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

„ალტერბრიჯი“ „PR აკადემიამ“ არაფორმალური განათლების სფეროში 7-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ დააფუძნა. კომუნიკაციების მიმართულებით სწავლების საუკეთესო პრაქტიკამ და მიღებულმა კომპეტენციამ „PR აკადემიის“ დამფუძნებლები დაარწმუნა, რომ უნივერსიტეტის შექმნა და აკადემიური განათლების მიცემა აღნიშნულ სფეროში კიდევ ერთი, ახალი და მნიშნველოვანი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის განსავითარებლად.

 

[R]

Zoom, მალე, Google Nest-ზე, Amazon Echo-სა და Facebook Portal-ზე დაემატება

ეს პიარია, თუ სიესარი? – თინათინ სტამბოლიშვილი