in

ალტერბრიჯი — “ახალ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს”

მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ ახალი უნივერსიტეტია, რომელიც ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს თამამად ხვდება.

 

თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით „ალტერბრიჯში“ სწავლა უკვე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო 19 მარტს 16:00 საათზე დაგეგმილია უნივერსიტეტის გაცნობითი ღია კარის დღე „ალტერბრიჯის“ ფეისბუქ გვერდზე, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში კითხვები დაუსვან უნივერსიტეტის რექტორს ნათია გოცაძეს და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროგრამების ხელმძღვანელს მაკო ჯაოშვილს.

ღია კარის დღეზე მიიღებთ ინფორმაციას „ალტერბრიჯში“ არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე, 10 000–ლარიანი გრანტის მოგების უნიკალურ შანსზე,  დასაქმების და სტაჟირების,  სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების  ალტერნატიულ  საშუალებებზე.

„ალტერბრიჯის“ მისიის შესახებ

დამაკავშირებელი ხიდი მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის — ასეთი ამბიციური განაცხადით გამოჩნდა უმაღლესი განათლების ქართულ ბაზარზე მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი”, რომელმაც 6 წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიიღო. ეს სრულ ნდობას ნიშნავს საქართველოს განათლების ხარისხის მართვის ცენტრისა და ავტორიზაციის ექსპერტებისგან, რომლებმაც საუკეთესო შეფასებები მისცეს “ალტერბრიჯს”.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარში „ალტერბრიჯის“ კოდია #198. “ალტერბრიჯი“ უმაღლესი განათლების სფეროში საკმაოდ  კონკურენტულ ბაზარზე უამრავი საინტერესო ალტერნატივით შემოდის. ეს არის ალტერნატიული სივრცე განათლების სფეროში, რომელიც ქმნის თანამედროვე თაობისთვის მრავალმხრივ შესაძლებლობებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე.

წელს “ალტერბრიჯი” სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს, ამიტომაც უნივერსიტეტი უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს პირველკურსელებს: ის, ვინც პირველ ნომრად შემოხაზავს #198-ს, უნივერსიტეტი აძლევს საშუალებას  გაიორმაგოს სახელმწიფო გრანტი. მაგალითად, თუ სტუდენტი 100%, 70% ან 50%-იან გრანტს აიღებს, “ალტერბრიჯი” შიდა გრანტის სახით აბიტურიენტს გადასცემს დამატებით იგივე ოდენობის თანხას.

ალტერბრიჯი” — სიმამაცის აქტი

“ალტერბრიჯი” ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს  –  ეს ადგილი სპეციალურად შეირჩა, რადგან უზურნველყოფილიყო სწავლებისთვის ეკოლოგიური და უსაფრთხო გარემო. ახალი, თანამედროვე შენობის დიზაინი და სტრუქტურა მთლიანად უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეექმნათ ყველა პირობა,  და კომფორტი, თავისუფალ გარემოში მიიღონ და გასცენ ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები.

“ალტერბრიჯი” ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ესენია: კომუნიკაციის ფსიქოლოგიის და საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა.

“ალტერბრიჯის” სასწავლო პროგრამებში მთავარი აქცენტი კეთდება ინტეგრირებული სწავლების მეთოდებზე, მაგალითად, “სწავლა კეთებით”, რაც გულისხმობს უმაღლესი დონის თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამაში ახალგაზრდებს პრაქტიკოსი სპეციალისტები ეხმარებიან, რომლებიც ფლობენ წარმატებულ ბიზნესს  საზოგადოებრივი ურთიერთობების, ფსიქოლოგიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებით.

გარდა ამისა, რაც შეეხება უნივერსიტეტის დონეზე, დანერგილია სწავლების ალტერნატიული მიდგომები. სასწავლო პროცესი გამყარებულია არაერთი მემორანდუმით, რომლებიც უნივერსიტეტს მსხვილ, წარმატებულ კომპანიებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან აქვს გაფორმებული. მემორანდუმების ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას  უშუალოდ  სამუშაო გარემოში იღებენ, ერთვებიან  ცოცხალ პროცესში  და აქვთ შესაძლებლობა, რომ პოტენციურ დამსაქმებლებს დაანახონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები. სწორედ ამ უნარების და საჭირო თვისებების განვითარებაზეა ორიენტირებული უნივერსიტეტის სასწავლო სტრატეგიის ყველა წახნაგი.

ამ ყველაფრის გასაცნობად “ალტერბრიჯი” 19  მარტს,  16:00 საათზე ფეისბუქ გვერდზე ონლაინ  ღია კარის დღეს გამართავს, სადაც დაინტერესებული აბიტურიენტები და მათი მშობლები პირადად შეძლებენ დაუსვან კითხვები უნივერსიტეტის რექტორს და პროგრამების ხელმძღვანელს.  აქვე მიიღებენ ინფორმაციას დაფინანსებებსა თუ შიდა კონკურსების შესახებ.

გაბედე, იყო ალტერიალტერბრიჯთანერთად!

“თავიდანვე ჩემი პირადი მოტივაცია იყო, რომ ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგი განვითარებულიყო. ამ მიზნით შეიქმნა PR აკადემია, რომელიც დღეს “ალტერბრიჯის” დამფუძნებელია და უკვე 7 წელია, ლიდერია არაფორმალური განათლების სფეროში. “ალტერბრიჯშიც” პირველი პროგრამები ამ მიმართულებით განვახორციელეთ. კომუნიკაციის ფსიქოლოგია და საზოგადოებრივი მიმართულებები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში და ის საქართველოშიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა რგოლისთვის. ეს სფერო სულ უფრო იძენს აქტუალურობას, თუმცა საქართველოში ამ სექტორისადმი სტერეოტიპული მიდგომები დღემდე ნარჩუნდება, რასაც ვებრძვით და ვამსხვრევთ. ჩვენმა პროგრამებმა სრულად უნდა შეცვალოს PR-ის დონე საქართველოში. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, ნეიროლინგვისტური პროგრამირების უნარები, რომლებიც  მზად იქნებიან შექმნან სწორი კონტენტი და მოარგონ ის საზოგადოებრივ ინტერესებს. ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღებენ და სწავლის პროცესშივე ჩაერთვებიან საკომუნიკაციო აქტივობებში. გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები სხვადასხვა სფეროში: მედია, სარეკლამო ინდუსტრია, მსხვილი კომპანიები, საჯარო უწყებები. ყველა ეს ორგანიზაცია მზად არის, ჩვენმა სტუდენტებმა სწავლის პროცესშივე განივითარონ  თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ამ ორგანიზაციებში, რაც დასაქმების ალბათობას ძალიან ზრდის და, ასევე, ზრდის სტუდენტის თავდაჯერებულობას. ამ პროცესში სტუდენტები ზუსტად მიხვდებიან, შეძლებენ თუ არა ისინი პოზიციონირებას კონკრეტულ კომპანიასა თუ უწყებაში”, — მოგვითხრობს “ალტერბრიჯის” რექტორი ნათია გოცაძე.

“ალტერბრიჯში” სასწავლო-სამეცნიერო პროცესის რიტმი საკმაოდ მაღალია. აქ მუდმივად მიმდინარეობს კვლევითი პროექტები, საჯარო შეხვედრები,  სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და ფორუმები. ასევე, „ალტერბრიჯი“ ახორციელებს  სასერტიფიკატო პროგრამებს, ტრენინგებს,  ვორქშოპებს, პროფესიული მომზადების კურსებს, საკონსულტაციო მომსახურებასა და მენტორინგის პროგრამებს.

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” რექტორი ნათია გოცაძე მიიჩნევს, რომ უნივერიტეტისთვის ძალიან პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, ვინაიდან დღეს, გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესის პირობებში, განათლებაც საზღვრებს გარეშე უნდა იყოს. შესაბამისად, უნივერსიტეტს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების არაერთ უმაღლეს სასწავლებელთან აქვს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

ნათია გოცაძის თქმით, “ალტერბრიჯში” ლექციებს წაიკითხავენ არა მხოლოდ ქართველი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები და პროფესორები, არამედ ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები, რომლებიც პერიოდულად ჩამოვლენ საქართველოში და გაუძღვებიან შესაბამის კურსს.

“პროგრამის დასრულების შემდგომ ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან პროფესიონალები, რომელიც ახალ სიტყვას იტყვიან კომუნიკაციის სფეროში. “ალტერბრიჯი” მათ მისცემს საშუალებას, ბაზარზე გახდნენ ინოვატორი ლიდერები, ჩვენ უნდა გავზარდოთ სტრატეგები, რომლებიც შექმნიან საკომუნიკაციო პოლიტიკას”, — ამბობს ნათია გოცაძე.

აკრედიტაციის თანახმად, “ალტერბრიჯს” მთლიანობაში 400 სტუდენტის კვოტა აქვს. თუმცა, მიმდინარე წელს მხოლოდ 60 სტუდენტს მიიღებს საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო მაგისტრატურაში პირველსავე წელს, სულ მცირე, 120 სტუდენტს ელოდებიან.

 

[პარტნიორის კონტენტი]

სარეკლამო ფესტივალ White Square-ის თარიღები შეიცვალა

 MY.GE სარეკლამო სივრცეებს კორონავირუსის პრევენციას დაუთმობს