in

უკრაინულ IT-კომპანია AltexSoft-ს საქართველოში ამბიციური გეგმები აქვს

„ოფისი საქართველოში ბუნებრივი და სწორი ნაბიჯია ჩვენი კომპანიის განვითარებისთვის“ — უკრაინულმა IT–კომპანია AltexSoft-მა ოფისი გახსნა ჩვენი ქვეყნის ცენტრში, თბილისში.

AltexSoft-ის შესახებ

ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც უკვე 15 წელია, ქმნის უნიკალურ IT–გადაწყვეტილებებს ბიზნესისთვის. AltexSoft-ის თანამშრომლები მუშაობენ დისტანციურად მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. ექსპერტები Travel Tech, Data Science, UI/UX, Business Analysis და Software Engineering–ში. ფიზიკური ოფისები განლაგებულია აშშ-ში, უკრაინაში და ახლა ამ სიას საქართველოც დაემატა.

გუნდმა 300-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიცაა: აშშ, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

„თბილისი არის ადგილი, სადაც კონცენტრირებულია უმსხვილესი კომპანიები და ტექნიკური სპეციალისტების უდიდესი რაოდენობა“ 

გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ და საქართველოში ახალი ოფისის გახსნაზე კომპანია AltexSoft-ს ერთბაშად არ მიუღია. ჩატარდა ქართული IT კომპანიების, ადგილობრივი დეველოპერებისა და საერთაშორისო ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ვრცელი გამოკვლევა. საფუძვლიანმა და სიღრმისეულმა ანალიზმა ხელი შეუწყო კომპანიის განვითარებისა და ზრდის მიმართულებების დასახვას საქართველოს IT–სექტორში. გამოიკვეთა, რომ ნიჭიერი სპეციალისტების მოზიდვით, შესაძლებელია კიდევ უფრო ინოვაციური და საინტერესო პროექტების განხორციელება.

ახალი სამუშაო ადგილები ქართველი დეველოპერებისთვის და არა მარტო

თბილისის ოფისში ამჟამად 10 თანამშრომელი მუშაობს. წლის ბოლომდე იგეგმება 50 კაცამდე გაზრდას და სრულფასოვანი R&D ოფისის შექმნას. კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი დეველოპერების, ადმინისტრაციული სექტორის სპეციალისტების დასაქმებას და ასევე, უკრაინელ IT–სპეციალისტებს საქართველოში ნებისმიერ დროს გადაადგილების საშუალებას სთავაზობს.

ყველას, ვისაც ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვს, მაგრამ საკუთარ თავს IT–სფეროში ხედავს, კომპანია აძლევს შესაძლებლობას, გუნდში ანაზღაურებადი სტაჟირებით შემდეგი მიმართულებებით მოხვდეს: React, NET და QA. მისი წარმატებით დასრულების შედეგად სტაჟიორს საინტერესო პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა ექნება.

ქართულ ოფისში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესი, მიმდინარე პროექტების განხილვა და ახალ პროექტებზე ჩართულობა.

როგორია სამომავლო გეგმები?

კომპანია AltexSoft ამჟამად აქტიური განვითარების ეტაპზეა. კომპანია მუშაობს რეკრუტირების გეოგრაფიის გაფართოებაზე, ახალ ბაზრებზე შესვლასა და კიდევ უფრო საინტერესო პროექტების განხორციელებაზე მთელ მსოფლიოში. ვინაიდან AltexSoft-ში მთელი მსოფლიოდან საქმდებიან სპეციალისტები, კომპანიამ მთელი რიგი პროცესები და ინსტრუმენტები შექმნა მის შიგნით ეფექტური დისტანციური კომუნიკაციის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, ეს არ არის AltexSoft-ის ლიმიტი და იგი სხვადასხვა ქვეყანაში გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს.

AltexSoft Global
AltexSoft Georgia

[პარტნიორის კონტენტი]

Ad Black Sea-ს სარეკლამო ფესტივალს ანიმაციების ცნობილი რეჟისორი, ლიზა ლაბრაჩიო ეწვევა

შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც უცნობი ადამიანები ერთად წერენ წიგნს