in

მედიცინაში პირველად ალცჰაიმერის მქონე პაციენტებზე ნაზალურ ვაქცინას გამოცდიან

ამ ეტაპზე 60-დან 85 წლამდე 16 ცდისპირი შეირჩა

სულ რამდენიმე თვის წინ ალცჰაიმერის მკურნალობა ნაკლებად სავარაუდო ჩანდა… უკვე 20 წელია, მეცნიერები ცდილობენ, შექმნან ეფექტური პრეპარატი, რომელიც დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს. ისინი გამუდმებით ატარებენ კვლევებს და ამ ხანგრძლივ პროცესში რამდენიმე მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიამ საერთოდ უარი თქვა “რთული მისიის შესრულებაზე”.

ახლა კი Brigham and Women’s Hospital-მა განაცხადა, რომ იგი ალცჰაიმერის ნაზალურ ვაქცინას ადამიანებზე გამოცდის. ეს უკანასკნელი დაავადების პროგრესირების თავიდან აცილებისა და შენელებისთვის შეიქმნა. ამ ეტაპზე 60-დან 85 წლამდე 16 ცდისპირი შეირჩა, რომელსაც ადრეული, სიმპტომური AD აქვს, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელია. თითოეული მათგანი ერთი კვირის ინტერვალით ვაქცინის ორ დოზას მიიღებს.

საგულისხმოა, რომ ვაქცინა ათწლეულების კვლევაზეა დაფუძნებული, რომლის თანახმადაც, იმუნური სისტემის სტიმულირება ტვინში ბეტა-ამილოიდური დაფების მოშორებაში დაეხმარება ორგანიზმს. ვაქცინა იმუნომოდულატორ პროტოლინს შეიცავს. ეს ინტრანაზალური აგენტი, რომელიც ბაქტერიებისგან მიღებული ცილებითაა შედგენილი, იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. ის ამას ლიმფურ კვანძებში არსებული ლეიკოციტების გააქტიურების გზით ახერხებს, რომლებსაც ტვინში ბეტა ამილოიდების განადგურებისკენ უბიძგებს. ამ უკანასკნელის ჭარბი რაოდენობა ალცჰაიმერის ინდიკატორად მიიჩნევა.

“იმუნური უჯრედების გააქტიურების იდეა სულ უფრო ცენტრალურ ადგილს იკავებს ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის პოტენციურ მეთოდებში. ამასთან, ნაზალური ვაქცინა იმუნურ უჯრედებს უკეთ გადასცემს პროტილინს” — განმარტავს ჯეფრი კამინგსი, ტვინის მეცნიერების პროფესორი ნევადის უნივერსიტეტში. ვაქცინა სწორედ პროტილინის სახელწოდების წამალს შეიცავს.

ტესტირების შედეგად, შესაძლოა, ცხადი პასუხები მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადების პროგრესირება. თუმცა, ვიდრე ვაქცინა უფრო ფართო ცდებზე გადავა, მკვლევრებმა მისი უსაფრთხოება და მიღების საჭირო დოზა უნდა განსაზღვრონ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია ალცჰაიმერის პრეპარატების თვალსაზრისით. ჯერ კიდევ ივნისში, FDA-მ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში,  ალცჰაიმერის ახალი სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა.გი კომპანია Biogen-მა შექმნა და Aducanumab ჰქვია.

პრეპარატს მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. 2019 წელს კლინიკური კვლევები შეჩერდა კიდევაც, რადგან ჩაითვალა, რომ წამალი არ მოქმედებდა. თუმცა, მოგვიანებით პაციენტთა მონაცემების ხელახალმა ანალიზის თანახმად, პრეპარატის დიდი ხნის განმავლობაში მიღების შემთხვევაში ის დაავადების პროგრესირებას ანელებს. საბოლოოდ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პრეპარატი დაამტკიცა. თუმცა, წამლის მოქმედებას მონიტორინგს მკვლევრებიც გაუწევენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით, 5.8 მილიონი ადამიანი იტანჯება ალცჰაიმერით და მოზრდილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზადაც კი სახელდება. უახლესი მონაცემებით, 2019 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 122 000 ამერიკელი გარდაიცვალა.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Mastercard-თან ერთად ახალ აქციას იწყებს

ევროს შეტანა ბანკომატიდან – „ლიბერთის“ ინოვაციურ Cash-In ბანკომატებში კიდევ ერთი სიახლე დაინერგა