„მაზდა ცენტრი თეგეტას” კამპანია „ალუბლის ყვავილობა”, რომელიც საქართველოში იაპონური კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს, კვლავ გრძელდება. როგორც იცით, ეს არის საინტერესო ვიდეოების სერია, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავიანთ ცოდნას, დამოკიდებულებასა და საინტერესო ფაქტებს გვიზიარებენ იაპონური კულტურის შესახებ.
ამჯერად ბიზნეს კონსულტანტი ანდრო დგებუაძე გვესაუბრება, თუ რით არის გამორჩეული იაპონია და აქვე დასძენს, რომ ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია და როდესაც ვამბობთ სიტყვას „იაპონური”, ის თავისთავად უკვე ხარისხთან და მაღალ სტანდარტებთან ასოცირდება. რა ეხმარებათ იაპონელებს ამაში? მოტივაცია, რომელიც მათ აქვთ უსაზღვროდ დიდი, იდელურობისკენ სწრაფვა და ერთმანეთისადმი უზომო პატივისცემის უნარი.
[R]