in

ბონსაის ხელოვნება – ალექსანდრე მესხი, „მაზდა ცენტრი თეგეტას” კამპანია “ალუბლის ყვავილობის” გმირი

იაპონური კულტურული მრავალფეროვნების, სილამაზისა და გამორჩეულობის შესახებ ბევრი გვსმენია. საკურა – ალუბლის გვარის ეს დეკორატიული მცენარე, რომლის ყვავილობითაც იაპონიაში ყოველ წელიწადს გაზაფხული მოდის, საქართველოშიც ძალიან გვიყვარს და ბევრი ჩვენგანისთვის მისი ხსენება იაპონიის კულტურასთან ასოცირდება. 

„მაზდა ცენტრი თეგეტა” იაპონური ავტომობილების ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში და უკვე მეორე წელია გვანებივრებს საგაზაფხულო კამპანიით – „ალუბლის ყვავილობა”, რომლის მიზანიც, იაპონური კულტურის გავრცელება და პოპულარიზაციაა. კამპანიის სახელწოდება სწორედ ამომავალი მზის ქვეყნის სიმბოლოსთან, საკურასთან არის დაკავშირებული და მისი წამოწყების იდეა საზოგადოებაში იაპონიის უნიკალურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„ალუბლის ყვავილობის” ფარგლებში მაზდა ცენტრი მოკლე, ინფორმაციულ და საინტერესო ვიდეოებს გვთავაზობს, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა კულტურის შესახებ გვიყვება.

წლევანდელი კამპანიის პირველი ვიდეო ბონსაის ეძღვნება და მასზე მისი სპეციალისტი, ალექსანდრე მესხი საუბრობს. ბონსაი მინიატურული ხეების, სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნებაა. მის მცოდნეს ნებისყოფა, კრეატიული ხედვა და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

 

ელექტრონული მოწყობილობებისთვის ახალი „სიჩქარის ლიმიტი“ აღმოაჩინეს

უკრაინელთა დასახმარებლად ქართული პლატფორმა We4Ukraine შეიქმნა