გაზაფხული მოდის და იაპონიაში ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს — ალუბლის ყვავილობის სეზონია! საერთაშორისო ხელოვნების კოლექტივი teamLab სეზონის ცვლილებასთან დაკავშირებით საოცარ ინსტალაციას ქმნის. იმერსიული გამოცდილების ოსტატები საკულტო მოვლენის მშვენიერებას მუზეუმის რამდენიმე ოთახში გადმოსცემენ.
ციფრული ყვავილები მიმოფანტულია იატაკზე და კედლებზე. ასევე, დამთვალიერებლები ყვავილებისგან შექმნილ ცხოველების ფიგურებსაც იხილავენ, რომლებიც ვირტუალური შეხების შემდეგ იშლება — ამ გზით teamLab ცხოვრების ბუნებრივ ციკლზე აკეთებს აქცენტს. ამასთან, ვარდისფერი და ყვითელი პეპლები ინსტალაციის მთავარ გმირებად გვევლინებიან…
მთლიანობაში, ეს არის მშვენიერი ნამუშევარი, რომელშიც ადამიანების ქმნადობისა და განადგურების ძალა ძირითად ცენტრს წარმოადგენს. “როცა არტ სივრცეში არავინაა, სრულიად ბნელა და არაფერი არსებობს. ხოლო როდესაც ადამიანები შედიან, პეპლები მათი ფეხებიდან ან ხელებიდან იბადებიან… იბადებიან იქიდან, სადაც ადამიანი შეეხება.
ყველა ინსტალაცია უნიკალური და ინდივიდუალურია. არ არსებობს წინასწარ ჩაწერილი ციკლი. როგორც teamLab-ის ყველა ინსტალაცია, კომპიუტერი ასახავს ნამუშევრებს რეალურ დროში, ადამიანებისა და სივრცის ურთიერთქმედების საფუძველზე.