in

Aluvinum Wines-ის ღვინის ქილების ორიგინალური დიზაინი

მისი მეშვეობით, მომხმარებელი სხვადასხვა ჯიშის ღვინოს დიფერენცირებას ახდენს

Aluvinum wines ახლად შექმნილი ესპანური კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, ღვინის პროდუქცია ალუმინის ქილის სახით წარმოედგინა და ამისათვის დიზაინის სააგენტოს, Puigdemont Roca-ს მიმართა. ბრენდი გეგმავს, ქილის ღვინო გაიტანოს, როგორც ესპანეთის, ასევე აშშ-ს ბაზარზე. მართალია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი სხვა ბრენდი აწარმოებს ღვინოს მსგავსი შეფუთვით, თუმცა ესპანეთისთვის ეს ნამდვილად დიდი სიახლეა.

“რადგანაც მომხმარებლები არ არიან გათვიცნობიერებულნი ამ ტიპის ფორმატში, ერთ-ერთ დაბრკოლებას ჩვენთვის ხალხის დარწმუნება წარმოადგენდა, რომ ქილაში ღვინოა და არა იზოტონური სასმელი. ჩვენ ნათლად და ზუსტად უნდა გვეთქვა ეს.”ამბობენ დიზაინერები.

დიზაინის კონცეფცია ტრადიციული პროდუქტის ამჟამინდელ ფორმატში გამოკვეთის გარშემო ტრიალებს. საინტერესოა, რომ ქილის ვიზუალურ გადაწყვეტას, ბროლის ჭიქებში ჩამოსხმულ ღვინოს, ფუნქციური დატვირთვაც აქვს – მისი მეშვეობით, მომხმარებელი სხვადასხვა ჯიშის ღვინოს დიფერენცირებას ახდენს.

რაც შეეხება ფონტს, როგორც დიზაინერები ამბობენ, სიმარტივის, უბრალოებისა და “მუდმივობის” მისანიჭებლად, Helvetica გამოიყენეს.

აუტანელი ბავშვებიდან არფებიან „პატარა ანგელოზებად“ – „ჰიუნდაიმ“ რა ჰქმნა?!

პოლარული დათვის ბელებზე ოთხი აღმზრდელი ზრუნავს