in

სახლის კამერა, რომელიც ოთახებში იფრენს

veon
veon

Amazon-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანია Ring, რომელიც დაცვის კამერებს აწარმოებს, ახალი სახლის კამერა გამოუშვა. ახალი მოდელი ერთგვარი დრონია, რომელიც თქვენს არ ყოფნაში, სახლში იფრენს და თქვენი სივრცის სხვადასხვა რაკურსს შემოგთავაზებთ. აღნიშნული გადაწყვეტა უკავშირდება ერთგვარ პრობლემას, რომელსაც სახლის კამერების მომხმარებლები აწყდებიან – შეუძლებელია იმდენი კამერა დააყენო, რომ ყველა ოთახი და კუთხე დაფარო. დრონისებური სახლის კამერით Always Home Cam კი შეგიძლიათ შეამოწმოთ, დაგრჩათ თუ არა უთო ჩართული, ფანჯარა – გაღებული, ან ფარდა – გადაწეული.

Always Home Cam Ring-ის უფრო ფართო ეკოსისტემასთანაა ინტეგრირებული. ის სპეციალური სენსორების დახმარებით დაფრინავს, რითაც „პილოტის“ გარეშე შეუძლია სახლში გადაადგილება. თუმცა, ის ყოველი ფრენისას წინასწარ გაწერილ მარშრუტს მიჰყვება, იმისათვის, რომ კედელთან, ან ავეჯთან გაუთვალისწინებელ მიჯახებას აარიდოს თავი. მის მიერ, პირდაპირ ეთერში გადმოცემული კადრებისთვის თვალის მიდევნება კი სპეციალურ აპლიკაციაშია შესაძლებელი.  Always Home Cam ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდება და მისი ფასი 250 დოლარი იქნება.

თიბისის ციფრული ბანკინგის გუნდი ახალ კადრებს ეძებს

ამა წლის ჩაშლილი გეგმები Diesel-ის იარლიყზე – “2020 Wedding” თუ სხვა პირადი გამოცდილება