ალცჰაიმერის დაავადება ადამიანის მოგონებების, მეხსიერების სასტიკი მტერია, რომელიც გონებიდან ისტორიებს, საყვარელი ადამიანების საახეებსა თუ მათთან დაკავშირებულ გრძნობებს სათითაოდ აქრობს და მათ ნაცვლად, მხოლოდ სიცარიელეს ტოვებს. ორგანიზაცია Alzheimer Forschung Initiative-მა ეს პროცესი ფაზლს შეედარა და სააგენტო BBDO-ს დახმარებით, დაავადებისა და მისი სიმპტომების რთული სურათი ასახა. სარეკლამო პრინტ კამპანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და ამ დაავადების მქონე ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად.