მართალია, ბევრს ჰგონია რომ ალცჰაიმერის დაავადება, ძირითადად, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში ვლინდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოსაზრება სიმართლეს ბოლომდე არ შეესაბამება. დაავადებამ შესაძლოა უფრო ახალგაზრდა ადამიანებშიც იჩინოს თავი, ოღონდ, პირველ ეტაპზე, ისეთი მარტივი და მსუბუქი ფორმებით, რომ შესაძლოა, ერთი შეხედვით, გადაღლილობას ან სტრესსაც კი მიეწეროს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ დაავადების სამკურნალო საშუალებები არ გვაქვს, სპეციალისტებსა და დროულ დახმარებას შეუძლია მისი შედეგების შემსუბუქება. იმისთვის, რომ საზოგადოებაში ამ სერიოზული დაავადების მიმართ ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდეს, ორგანიზაცია Dubai Health Authority-მ პრინტ კამპანია შექმნა. პოსტერებზე ადამიანების პორტრეტები გრაფიკულად არის გამოსახული და ის არეულობა, გაურკვევლობა ახლავს თან, რაც დაავადების დამწყებ სტადიებს.

















