in

ამ იახტაზე თევზის მოშენებას შეძლებთ

მართალია, დღეს იახტა სიმდიდრის სიმბოლოდ აღიქმება და ზღვაზე ყველაზე მდიდრულ საცხოვრებადაც ითვლება, მაგრამ უკვე ფიქრობენ, რომ მდიდრებისა და ცნობილი ადამიანების მსგავსი სათამაშოები მომავალში თევზის კულტურის თავშესაფრად გადაიქცევა…

ყველაზე მთავარი კი აქ წყლის დონეზე არსებული განყოფილებაა, რომელიც იახტის სხვა განზომილებასაც აჩვენებს. თევზს, რომელიც გამრავლების ადგილებს კარგავს, ახლა აქ გააშენებენ, რათა წყლის ცხოვრებაც დააბალანსონ. ისეთი სახეობები, როგორებიცაა, ტუნა, ორაგული, დიდი ყვითელი თევზები თუ სხვა ამ იახტის თვალსაჩინო საზღვრებს ქვემოთ იცხოვრებენ.

თუმცა აქ დასვენებისა და გართობის ნაწილიც არავის დავიწყებია. ძვირადღირებულ, მულტიფუნქციურ ცხოველთა გამრავლებისთვის შექმნილ იახტას, რომელიც მზის ენერგიითაც იკვებება, მომხიბვლელი წყალქვეშა ცხოვრების შესასწავლად წყალქვეშა გემბანიც აქვს. იახტა იმისათვის შეიქმნა, რომ მის მფლობელს მზისა და პეიზაჟებით ტკბობის საშუალება მისცეს. ეს კი მრავალდონიანი გემბანითაა შესაძლებელი.

ქვედა ნაწილი უზარმაზარი მოსასვენებელი ადგილია ღია დასაჯდომი სივრცეებით, რომელიც ზედა გემბანის სახურავით არის დაფარული ისე, როგორც მისი უკანა ნაწილი, რომელიც ბუნებასთან ყველაზე ახლოს გამყოფებთ. მის ზემოთ მრავალდონიანი დასაჯდომი ადგილებია, შუაში კი გამჭვირვალე იატაკის მქონე საცურაო აუზი. ზემოთ შემაღლებულ ადგილზე კი პატარა მრგვალი გემბანი, რომელიც პეიზაჟის ყველა კუთხიდან დათვალიერების საშუალებას მოგცემთ.

ხოლო თუ ადამიანის გამოწვეულ კლიმატის ცვლილებებსა და წყლის დაბინძურებას გავითვალისწინებთ, მსგავს იახტებს მომავალში განსაკუთრებული მნიშვნელობაც ექნება… 

ŠKODA KAROQ, როგორც გადაუდებელი დახმარების ავტომობილი

საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“ XXII ბიზნეს-რეიტინგის საუკეთესო კომპანიებს შორის დასახელდა