in

ეს სურათი ვარსკვლავს ისე გაჩვენებთ, როგორც აქამდე არასდროს გინახავთ

მართალია, ეს 80-იანი წლების ნეონურ ნამუშევარს უფრო ჰგავს, მაგრამ ის, რასაც რეალურად ეს სურათი გაჩვენებთ, ბევრად მეტია…

M2
M2

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს ვარსკვლავია და პირველი ნათელი სურათი, რომელიც Gemini South-ის ტელესკოპის უახლესმა ინსტრუმენტმა, GHOST-ის მაღალი რეზოლუციის ოპტიკურმა სპექტროგრაფმა გადაიღო. ის, რასაც სურათზე ხედავთ, სინათლის ოპტიკური სპექტრია, რომელიც HD 222925-ის ვარსკვლავიდან საოცარი გარჩევადობით ასხივებს. 

ეს სურათი ფარული დეტალებითაა სავსე, რომელიც შორეული მზის მახასიათებლებს აღწერს. მას შეუძლია აჩვენოს, როგორ გადადის სინათლე სპექტრის ერთი ბოლოდან მეორეზე, სიკაშკაშის ცვალებადობით კი შინაგანი რხევები შეიძლება გამომჟღავნდეს, რასაც შემდგომში ასტეროსეისმოლოგები გაანალიზებენ. 

ვარსკვლავის მთლიანი სპექტრი იმასაც ამჟღავნებს, თუ რისგან არის იგი დამზადებული. ეს კი, თავის მხრივ, მის შესახებ არსებული ყველა ინფორმაციის გაგებაში დაგვეხმარება. მაგალითად, რამდენი წლის არის ვარსკვლავი ან სად ჩამოყალიბდა. 

ასე იმიტომ ხდება, რომ სხვადასხვა ელემენტი განსხვავებულად შთანთქავს და ხელახლა ასხივებს სინათლეს. როცა ასტრონავტები ვარსკვლავის სპექტრს უყურებენ, მათ შეუძლიათ უფრო კაშკაშა და ცვალებადი ტალღის სიგრძეები მოძებნონ და ეს ინფორმაცია იმის განსასაზღვრად გამოიყენონ, თუ რომელი ელემენტია ვარსკვლავის ატმოსფეროში წარმოდგენილი. ქვემოთ მოცემულ სურათზე კი სწორედ ამ შთანთქმის ხაზებს ხედავთ:

 

კონკრეტული ტექნიკა გვეუბნება, რომ HD 222925, რომელიც სიცოცხლის ბოლო სტადიაშია, სავარაუდოდ, ღრუბლიდან ჩამოყალიბდა… 

თუმცა GHOST-ის ახალ სურათებს ვარსკვლავის შესახებ ახალი არაფერი გამოუვლენია, ამ ეტაპზე კი ტელესკოპის მუშაობაზე დაკვირვება გრძელდება, რათა დარწმუნდნენ, რომ იგი ზუსტად ისე მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო. ამის მიზეზი ის არის, რომ მომავალში GHOST მეცნიერული დაკვირვებებისთვის მზად უნდა იყოს. თანაც, იგი 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე Gemini-ის სხვა ძირითადი ოპტიკური სპექტროგრაფი.

ამასთან, ისიც მოსალოდნელია, რომ სხვა ტელესკოპებითა და გამოკვლევებით იდენტიფიცირებულ ვარსკვლავებზე GHOST უფრო მომხიბვლელ შეხედულებებს მოგვაწვდის… 

ნახეთ: ელექტრონული სპორტის 5 საუკეთესო რეკლამა

როდის არის ლოგოს რედიზაინის დრო?