28
ივნ
2016

აშშ-ში ამანათების უფასოდ გაგზავნის სერვისი – კომპანია “ბარამის” ახალი პროექტი

28 ივნ 2016

კომპანია „ბარამი“ პირველი გადამზიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს სთავაზობს. „ბარამი ლოჯისტიკსმა“ საქართველოში ახალი პროექტი დანერგა. კომპანიის ახალი სერვისის შესახებ მარკეტერთან  „ბარამის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი ქიმაძემ ისაუბრა.

barami

M: როდის დაარსდა და რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

კომპანია „ბარამი“ მომხმარებლებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს 2000 წლიდან სთავაზობს. “ბარამი” საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ქართველ მომხმარებლებს საშუალება მისცა, მიეღოთ ამანათები ამერიკიდან, როგორც ონლაინ შოპინგის, ისე პირადი გზავნილების სახით.

M: რას გულისხმობს თქვენი ახალი სერვისი, საქართველოდან აშშში ამანათების უფასო გაგზავნა?

სერვისი ამანათების უფასო ტრანსპორტირებას გულისხმობს საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით. შესაძლებელია, როგორც პერსონალური გზავნილების განხორციელება, ისე სასურველი პროდუქციის გაყიდვა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიების მეშვეობით, მაგ: Amazon , Ebay და სხვა.

barami.ge

M: როგორია თქვენი სატარიფო სისტემა და რაში მდგომარეობს უფასო გაგზავნა?

ტარიფებს რაც შეეხება, გაგზავნის ღირებულება არის ფიქსირებული, 8.5 $ 1 კგ.-ზე, ამას ემატება შიდა შიპინგის 20 $.  ეს თანხა, რომელიც უნდა ჩარიცხონ შესასრულებელი ოპერაციისთვის, შეინახება დარეგისტრირების დროს შექმნილ პირად ანგარიშზე. თანხის გამოყენება შესაძლებელია „ბარამის“ ნებისმიერ სხვა ოპერაციაში და 6 თვის მანძილზე დეპოზიტზე შეინახება. აქედან გაგზავნის დროს, ის თანხა, რაც მომხმარებელს ამანათის ტრანსპორტირებაში უნდა გადაეხადა, დეპოზიტზე ინახება, ანუ ამანათი საქართველოდან უფასოდ გაიგზავნება. აქედან ტრანსპორტირება უფასოა და დეპოზიტზე შენახული თანხა მხოლოდ საღვარგარეთიდან ჩამოსატანად გამოიყენება.

M: როგორ შეიძლება სასურველი პროდუქციის საერთაშორისო ონლაინ მაღაზიების მეშვეობით გაყიდვა და თუ ეხმარებით მომხმარებელს ამის გაკეთებაში?

პირველ რიგში, უნდა იყოს ამის სურვილი და ასევე, გასაგზავნი ნივთი უნდა ექვემდებარებოდეს აშშ-ის საბაჟო მოთხოვნებს და არ უნდა შედიოდეს გასაგზავნი ნივთების აკრძალულ სიაში. ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ ყველა იმ მომხმარებელს, რომელთაც ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამისათვის საჭიროა დაკვიკავშირდეს ან მობრძანდეს სერვის ცენტრში.

Barami.ge

M: როგორ გაჩნდა ამ პროექტის განხორციელების იდეა?

კომპანიას სურს გაიტანოს ქართული პროდუქცია საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში და აგრეთვე, ამანათები გაიგზავნოს საქართველოდან აშშ-ში მყოფ ქართველი ემიგრანტებისთვის. ეს იდეა მომხმარებლის მოთხოვნილებიდან გაჩნდა, რომ შემოტანის გარდა, გაგზავნაც შეძლებოდათ. აქედან გამომდინარე, შევთავაზეთ აღნიშნული სერვისი. იმისთვის, რომ დავნერგოთ და გავზარდოთ ამანათების ნაკადი აშშ-ში, ამ ტარიფების შემოტანა გადავწყვიტეთ.

M: ვის შეუძლია ტვირთის გაგზავნა, ახალი პროექტის ფარგლებში და თუ არიან კომპანიები, ვინც უკვე ისარგებლა ამ სერვისით?

ყველა მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ჩაერთოს ამ ინოვაციურ პროექტში. აღნიშნული სერვისით სარგებლობს რამდენიმე კომპანია და ფიზიკური პირებიც.

განხილვა