9
Jan
2018

ასეთი მეგობრობა იციან ძაღლებმა! – Amanda Foundation-ის პრინტ კამპანია 

9 Jan 2018

“ვიცი, დავაშავე, მაგრამ მე ის ცუგა აღარ ვარ”, “გეფიცები, არ გავყიდი შენს კატას”, – ეს სახალისო პოსტერები საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს ეძღვნება, მთელი დღე რომ შეუძლიათ ჩვენი ლოდინი და შინ გვიან დაბრუნებულებს მაინც სიხარულით გვხვდებიან! მართალია, სახლში შინაური ცხოველი ფინანსური საკითხების გადაჭრაში ვერ დაგეხმარებათ, სამაგიეროდ უანგარო მეგობრობას გაგიწევთ და კარგადაც გაგამხიარულებთ. ორგანიზაცია Amanda Foundation-მა ახალი ორიგინალური პრინტ კამპანია გაავრცელა. პოსტერები, რომლებიც სააგენტო Saatchi & Saatchi-მ მოამზადა, კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას იმ უპირატესობებს, რაც ოთხფეხა მეგობრების სახლში ყოლას ახლავს თან.

განხილვა