in

ციტრუსის ნოტებით შექმნილი სენსორული გამოცდილება — Amaro Cheers-ის ბრენდინგი

Amaro Cheers ხმელთაშუა ზღვის სულს დიზაინით აცოცხლებს. ახალ, დახვეწილ და სახასიათო სასმელს სთავაზობს მომხმარებელს და სენსორულ მოგზაურობაში მიჰყავს ციტრუსის, სანელებლებისა თუ არომატული მწვანილების კვლადაკვალ. ბარმენებისა და ახალგაზრდა აუდიტორიისთვის შეიქმნა. ამიტომაც ცოცხალი, საერთაშორისო სახელითა და შეფუთვის დიზაინით გამოირჩევა, რომელიც თანამედროვეობისა და ავთენტურობის ენაზე საუბრობს.

BOG
BOG

ქარვისფერი შუშის ბოთლი პროდუქტის ბუნებრივ და ოსტატურ არსს ტექსტურიანი ზედაპირით გამოხატავს, ხის თავსახური კი მდგრადობის ისტორიას ასახავს. თავად ეტიკეტი ბუნებრივ ქაღალდზეა დაბეჭდული, ნეიტრალურ ფონზე თამამ შავ გეომეტრიულ ასოებს წარმოგვიდგენს, რომლებიც წვრილი ხაზებითაა შემოსაზღვრული და აქცენტებს ნარინჯისფერი წერტილებით გვთავაზობს. ეს წრიული, მზის მსგავსი ფორმები ვიზუალს დინამიკური ჟესტით არღვევს, რითაც თამამი, მარტივად ამოსაცნობი იდენტობა იქმნება. 

ხოლო CHEERS-ის სახელწოდების ტაქტილური ამობურცული ელემენტებით სენსორული გამოცდილება კიდევ უფრო ძლიერდება. შედეგად კი ვიღებთ დიზაინს, რომელიც ოსტატობასა და თანამედროვე ესთეტიკას აბალანსებს, რომ აღარაფერი ვთქვათ წარმოების პასუხისმგებლობიან მიდგომაზე.

სითი მოლი 14 წლისაა – გადაიხადეთ საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და მიიღეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა

სასტუმრო „ტელეგრაფის“ რესტორანი „ლან ტაი“ სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს