in

Amazon.com-ის დამფუძნებლის 10 სიტყვა, რომელიც თქვენი ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ

ავტოფარეხიდან დაწყებული საქმიდან გიგანტურ კომპანიამდე „ამაზონმა” საინტერსო გზა განვლო. ჯეფ ბეზოსისთვის და მისი კომპანიისთვის ყველაფერი ადვილად როდი წარმართულა, მანამეც კი, სანამ ისინი შეიძენდნენ Whole Foods-ის მარკეტს და მიიღებდნენ პროდუქციას ყველა მხრიდან, ისინი სვამდნენ კითხვას სარისკო გადაწყვეტილებებთან და სვლებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო თავისუფალი გადაზიდვის (free shiping) პროგრამა, რისკს კი ამ პროგრამით გამოწვეული სპეციფიკური ხარჯები წარმოადგენდა.

ბევრს შესაძლოა თავი ეგრძნო მჭევრმეტყველებისა და ზეწოლის მსხვერპლად, თუმცა, ბეზოსი მყარად იცავდა თავის პოზიციას. მას ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი წარმატების მისაღწევად, რომელიც წარმოადგენს მიზანს მიმართულებითურთ. მისი ფილოსოფია, რომელსაც ის „ამაზონზე” იყენებდა ასე გამოიყურება – „ჩვენ ვართ ჯიუტები ხედვებში და ვართ მოქნილები დეტალებში” (“We are stubborn on vision. We are flexible on details”).

გთავაზობთ სამ რჩევას, რომელიც ამ ფილოსოფიის უკეთ გააზრებასა და თქვენს ცხოვრებაში გამოყენებაში დაგეხმარებათ:

დიდ შესაძლებლობას სჭირდება დრო, რომ იქცეს რეალობად
როგორც ბეზოსი აღნიშნავს „თუ არ ხართ ჯიუტი, დანებდებით ექსპერიმენტების წარუმატებლობას მალევე”. ყველა ჩვენგანს სმენია, რომ მოთმინება სათნოებაა, თუმცა, ამის თქმა ბევრად ადვილია, ვიდრე შესრულება. განსხვავებული პრაქტიკაა დღევანდელ სამყაროში, სადაც ადამიანები ელოდებიან მყისიერ შედეგებს და თუ შედეგები არ ჩანს დღეს, ეს ხშირად მიიჩნევა საქმისთვის თავის დანებების საჭიროების მომასწავებელ სიგნალად.

იფიქრეთ თქვენი ჯანმრთელობის და ბიზნესის გაუმჯობესებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. წარმოიდგინეთ, რომ ამზადებთ ძალიან სასარგებლო კერძს ქვაბში, რომლის მომზადებასაც საათები სჭირდება და მეორე მხრივ, ათბობთ ნახევარფაბრიკატს ღუმელში, 5 წუთის განმავლობაში. რომელი უფრო სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის? მოთმინება არის ის, რასაც თქვენ შეგნებულად ავითარებთ, მას მივყავართ ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებასთან, რომელიც არ არის ემოციურად დატვირთული. როდესაც თქვენ იღებთ მხოლოდ და მხოლოდ ემოციურად განპირობებულ გადაწყვეტილებებს, ამას მიყავხართ მოკლევადიან შედეგებთან, რომელიც უგულებელყოფენ გრძელვადიან შესაძლებლობებს.

მაგალითად, გამაჯანსაღებელ ცენტრში, წონის კორექცია უკავშირდება დიეტებსა და გიჟურ გაწმენდებს წონის მყისიერი კლებისათვის, გრძელვადიანი, გამოუსწორებელი შედეგების გაუთვალისწინებლად, რომელიც შესაძლოა დატოვოს ამგვარმა სწრაფმა და არაჯანსაღმა კლებამ თქვენს ორგანიზმში. ბიზნესში კი მსგავსი მოცემულობა შესაძლოა გვქონდეს სწრაფი გამდიდრების სქემების შემთხვევაში. მსგავსი სქემები თქვენი ანგარიშის სწრაფ შევსებას მოახდენენ, თუმცა, სამომავლოდ, თქვენი ანგარიშის დაცარიელების მიზეზად მოგევლინებიან. 

ნუ ჩათვლით თავს დამნაშავედ და ნუ იქნებით ზეწოლის მსხვერპლი
როდესაც თქვენ ცდილობთ, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, თქვენი ბიზნესი და ცხოვრება, ადამიანები ყოველთვის ჩანერგავენ ყოყმანსა და დანაშაულის გრძნობას თქვენს გონებაში. რომ ავიცილოთ შეუქცევადი დამნაშავეობა და მეგობრებისა თუ გარშემომყოფების ზეწოლა, აუცილებელია გვქონდეს კონკრეტული ხედვა ჩვენი ფოკუსირების შესანარჩუნებლად. ეს ხედვა დაგეხმარებათ დარჩეთ საქმის კურსში და მექანიკურად არ შეიცვალოთ მიმართულება იმ გზაზე, რომელსაც თქვენს სასურველ, საბოლოო სადგურამდე მიყავხართ.

თავი აარიდეთ „გვირაბის ხედვას”
ბეზოსი გვახსენებს – „თუ არ ხართ მოქნილი, თქვენ მოგიწევთ თავი ურტყათ კედელს და ვერ დაინახავთ განსხვავებულ გადაწყვეტას იმ პრობლემისთვის, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ”. რასაც მიყავხარ A წერტილამდე, ვერ მიგიყვანს B-მდეც. პროგრესის მიყოლისას, თქვენ გჭირდებათ არაერთი გზა, ეს ნიშნავს სცადოთ ახალი მეთოდები და იყოთ ღია ახალი იდეებისთვის. თუ არ ხართ ღია ახალი მეთოდების საცდელად, თქვენ გემუქრებათ პოტენციური შესაძლებლობების გამოუყენებლობა და ერთ ადგილას გაყინვა. ყველა ეჯახება კედელს, ადრე თუ გვიან. იყავით ჯიუტი იმასთან მიმართებაში, თუ რა გინდათ ცხოვრებაში, თუმცა, იყავით მოქნილები მიზნის მისაღწევი ხედვების ფორმულირებისას.



მენეჯერული მავნე ჩვევა, რომელიც არაპროფესიონალის იმიჯს შეგიქმნით!

დღეს ბორდოში გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ იხსნება!