28
სექ
2018

Amazon-მა 4 ვარსკვლავიანი მაღაზია გახსნა! – UPDATE

28 სექ 2018

veon
veon


27 სექტემბერს, Amazon-მა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ოთხვარსკვლავიანი მაღაზია გახსნა, სადაც მაღალი რეიტინგის მქონე ნივთები იყიდება. ამაზონზე 5 ვარსკვლავით 1.8 მილიონი პროდუქტია შეფასებული, ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ არის დასახელებაში 4 Star და არა 5 Star? ვარსკვლავი, თავის მხრივ, შეფასების მანიშნებელია და რაკი, პროდუქტების საშუალო შეფასება 4.4-ია, დასახელებაშიც 4 მიუთითა. მაღაზიაში ის ნივთები იყიდება, რომლებიც “ვიშლისთში” ყველაზე მეტჯერ მოხვდა და რომლებსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ფასებიც ორიგინალურად, შეფასებასა და Prime მომხმარებლების ფასსაც მოიცავს.

განხილვა