Amazon Ads-ში კარგად იციან, რომ მარკეტერები ბევრს მუშაობენ ეფექტური კამპანიების შესაქმნელად. იმასაც ხვდებიან, რომ სხვისი ეფექტური რეკლამები მათ „მედიის შურით“ შურთ და სწორედ ეს ასახეს უახლეს კამპანიაშიც. ოღონდ მარკეტერებს გამოსავალს სთავაზობენ პრემიუმ განთავსებებით ისეთ არხებზე, როგორებიცაა Prime Video და Twitch, ასე კი მათ ეხმარებიან, შურის შეგრძნებებიდან შთაგონებისკენ გადაინაცვლონ.
გარკვეული წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ცოტას უშუალოდ Media Envy-ის კამპანიაზე გიამბობთ — მარკეტერთან ერთად გვამოგზაურებს, რომელიც სულ გააგიჟა კონკურენტის რეკლამამ, იმდენად კარგად აქვს განთავსებული, რომ ყველგან გადააწყდა, სადაც კი გაიხედა… ამ გზავნილს კი კიდევ უფრო აძლიერებენ სამი 15-წამიანი რეკლამით, რომლებიც კვლავ მედია შურს აჩვენებს Amazon Ads-ის უპირატესობების გამო – რომ Prime Video-ს რეკლამები ექსკლუზიურ შოუებსა და კინოებში გადის, Twitch-ის რეკლამები კი ძნელად მისაწვდომ აუდიტორიასთანაც აღწევს.
Amazon Ads-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Anomaly-მ იმუშავა.