1
Jul
2019

ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც კატას „ჭკუაში აჯობა“ – Amazon-ის ინჟინერის გადაწყვეტა

1 Jul 2019

veon
veon


ეს არის ამბავი Amazon-ის ინჟინერის – ბენ ჰემისა და მისი კატის შესახებ, ანუ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ჩხირკედელაობის სიყვარული, პროგრამირებისა და მანქანური სწავლების ცოდნა ყოველდღიური პრობლემის გადასაჭრელად. ბენს უნდოდა მის კატას სახლში მკვდარი, ან ნახევრადმკვდარი მღრღნელებისა და ფრინველების მიტანა შეეწყვიტა. გარდა ცხოველების დაცვის სურვილისა, ჰემს ისიც აწუხებდა, რომ ნანადირევით „პირდამშვენებული“ კატა მას ყოველ ღამე აღვიძებდა. პრობლემასთან გასამკლავებლად ინჟინერმა კატის შემოსასვლელი კარი ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერითა (Amazon-ის DeepLens) და ბლოკირების სპეციალური სისტემით აღჭურვა.

საკუთარი „მკვლელი კატის“ მონადირის ინსტინქტთან გასამკლავებლად, ჰემმა აქამდე სპეციალური ზარის გამოყენებაც სცადა, თუმცა, არაფერი გამოვიდა. შემდეგ კი, გადაწყვიტა შეექმნა კატის კარი ხელოვნური ინტელექტით, რომელიც კატას სახლში უშვებს მაშინ, როცა მას ნადავლი არ მოაქვს. თუ მეტრიქსი კართან ნანადირევით მივა, ის 15 წუთის განმავლობაში დაიბლოკება, აგზავნის შეტყობინებას ბენთან (ფოტომტკიცებულებითურთ) და ასევე, ავტომატურად რიცხავს თანხას ცხოველთა გადარჩენის ფონდში.

განხილვა