in

Amazon-მა AI მოდელების ახალი ოჯახი წარადგინა

ამბავი ასეთია: re:Invent-ის კონფერენციაზე Amazon Web Services-მა (AWS) მულტიმოდალური გენერაციული AI მოდელების ახალი ოჯახი Nova წარადგინა. შედეგად,  ტექსტის გენერირების ოთხ მოდელს აერთიანებს, რომელთა შორისაა Micro, Lite, Pro და Premier. პირველი სამი AWS-ის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო Premier-ს 2025 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ. 

ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი გეტყვით, რომ AWS სურათების გენერირების მოდელ Nova Canvas-სა და ვიდეოების გენერირების მოდელ Nova Reel-ს გვაცნობს.

ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მოწინავე მოდელებზე, რომლებმაც უზარმაზარი პროგრესი აჩვენა ბოლო 4-5 თვეში… ამგვარად, თუ იგი ჩვენთვის ღირებული იყო, ვიფიქრეთ, რომ ამ ღირებულების პოვნას თავადაც შეძლებდით, — აცხადებს ენდი ჯესი, ამაზონის CEO.

ტექსტის გენერირების მოდელები ოპტიმიზირებულია 15 ენაზე, თუმცა ძირითადი ინგლისური გახლავთ. თითოეული კი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან ზომებითა თუ შესაძლებლობებით. Micro-ს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ ტექსტური მოთხოვნები, ტექსტი დაამუშაოს და პასუხებიც დააგენერიროს ყველაზე სწრაფად.

თუმცა Lite-საც შეუძლია სურათების, ვიდეოებისა და ტექსტების დამუშავება საკმაოდ სწრაფად, როცა Pro სიზუსტის, სისწრაფისა და მრავალფეროვან ამოცანებთან გამკლავების ბალანსირებულ კომბინაციას გვთავაზობს. რაც შეეხება Premier-ს, მათ შორის ყველაზე მეტ უნარს ფლობს და კომპლექსური სამუშაო დატვირთვებისთვისაა შექმნილი. 

Pro-ს, Lite-სა და Premier-ს ტექსტის, სურათებისა და ვიდეოების გაანალიზება შეუძლია. სამივე მათგანი უმკლავდება დოკუმენტებს, ფაილებს, შეხვედრებსა თუ დიაგრამებს. თუმცა AWS Premier-ისთვის განსხვავებულ პოზიციონირებას ამჯობინებს, უფრო მეტად მასწავლებელია სხვა მოდელებისთვის, ვიდრე მოდელი, რომელიც ცალკე შეიძლება გამოიყენოთ…

Micro-ს 100 000-მდე სიტყვის დამუშავება შეუძლია, Lite-სა და Pro-ს 225 000-მდე სიტყვისა და კომპიუტერული კოდის 15 000 ხაზის… თუმცა მომდევნო წლიდან აღნიშნული მაჩვენებლები Nova-ს მოდელებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. 

რაც შეეხება Reel-ის ვიდეოების გენერირების მოდელს, 6-წამიან კონტენტს ქმნის, რომელშიც კამერის მოძრაობას, კუთხეებსა და ზუმს თავადვე აკონტროლებთ. თუმცა, როგორც ამბობენ, მალე იგი 2-წუთიანი ვიდეოების შექმნას შეძლებს. მანამდე კი რეკლამას გაჩვენებთ, რომელიც Amazon Ads-მა ახალი ხელსაწყოს გამოყენებით შექმნა:

დაბოლოს, Canva-ს უნარებს ფოტოებით გაგაცნობთ:

მოსაწყენი ბრენდებიც იმსახურებენ კრეატიულ ლოგოს

გარემოსდაცვითი აქტივობები რეგიონებში – გაიცანით ინიციატორი ახალგაზრდები