in

„შეგიძლიათ, კიდევ გაიმეოროთ?“ – Amazon Alexa-ს მომხმარებელი სიკვდილის სცენის გამეორებას დაუსრულებლად ითხოვს

„ამაზონი“ საკუთარი ვირტუალური ასისტენტის, Alexa-ს შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ, 2 ახალ ნამუშევარს: „დაუთოება“ და „ოპერა“ გვიზიარებს.

კამპანიაზე სააგენტო Droga5-მა იმუშავა.

პირველ ვიდეორგოლში ვხედავთ სიკვდილის ეპიკურ სცენას, სადაც პერსონაჟებს პიჟამაში ჩაცმული მამაკაცი ამ ტრაგიკულ პროცესს დაუსრულებლად აწყვეტინებს, ვინაიდან, მათი ყურების პარალელურად, აუთოებს და მთავარი მომენტის ნახვას ვერ ასწრებს.

სინამდვილეში, ეს მამაკაცი Alexa-ს მომხმარებელია, რომელიც სახლიდან უყურებს ფილმს და მისი ქცევის საშუალებით, ბრენდი ხაზს უსვამს Alexa-ს შესაძლებლობას – ხმოვანი ბრძანება მყისიერად შეასრულოს.

 

მეორე ნამუშევრის სიუჟეტი შუაგულ საოპერო წარმოდგენაში ვითარდება. არტისტს, არსაიდან, დარბაზში შეზლონგზე წამოგორებული მამაკაცი შეაწყვეტინებს მღერას და რამე უფრო მხიარულს სთხოვს.

ესეც Alexa-ს მომხარებელია.

სანამ წარმოდგენას მოასწრებ, მაკკაფეში შენი საყვარელი ყავა უკვე მზადაა

ველოსიპედის ჩაფხუტი ლედ განათებით – თან მოდური, თან უსაფრთხო