12
Jul
2019

Amazon და Microsoft – საფონდო ბირჟაზე უკვე ორი ტრილიონერი კომპანიაა

12 Jul 2019

Amazon, თავისსავე მეზობელ Microsoft-ს შეუერთდა. „რითეილ“ პლატფორმის აქციების ღირებულება, ახლა, $1 ტრილიონია. CNN-ის ცნობით, ტრილიონერების ექსკლუზიურ კლუბში, დღესდღეობით, მხოლოდ ეს ორი კომპანიაა.

Microsoft Corporation-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Photo Credit: The Economic Times

Amazon-მა, ამ ნიშნულს, გასული წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მიაღწია. იმ პერიოდში, „ონლაინ“ სავაჭრო პლატფორმის აქციები, Apple-თან ერთად, ტრილიონ დოლარზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ ამ მაჩვენებელმა დაიწია. გაიაფდა iPhone-ის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასიც – ახლა მათი ღირებულება, დაახლოებით, $920 მილიარდია.

Photo Credit: CNN

„ამაზონის“ ფასის ასეთ სწრაფ ზრდას, ექსპერტები, Prime Day-ის შოპინგს უკავშირებენ. საბოლოოდ, კომპანიის ღირებულება, გასული წლის სექტემბრის შემდეგ, 35%-ით გაიზარდა.

 

თუმცა, პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად მაინც Microsoft რჩება. მისი აქციების ფასი $1.1 ტრილიონია.

 

განხილვა