IT სერვისების მიმწოდებელი კომპანია SOLVIT Amazon AWS- ის ოფიციალური პარტნიორი გახდა და 29 სექტემბერს, ისინი ერთობლივ „ონლაინ“ ღონისძიებას ჩაატარებენ, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის Cloud ტექნოლოგიების და სხვადასხვა ინოვაციების გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი რევაზ ლომთათიძე ამბობს SOLVIT არის პირველი ქართული კომპანია რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.
AWS-ის და SOLVIT-ის ექსპერტები ისაუბრებენ AWS ქლაუდ ტექნოლოგიებზე. უფრო კონკრეტულად კი შემდეგი თემები განიხილება:
- AWS containers
- Deep dive on cloud object storage
- Networking on AWS
- Digital Innovation: AI/ML
- Cost Optimization on AWS
გაეცანით დეტალურად.
„ივენთზე“ დასწრების მსურველებმა უფასო სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ. შეხვედრის დრო: 16:00 -19:30 საათია. ღონისძიების მონაწილეები „ივენთის“ ბმულს, ელ. ფოსტით, 29 სექტემბერს მიიღებენ.

“All About AWS” არის ერთ დღიანი უფასო ონლაინ ღონისძიება, სადაც საშუალება გექნებათ გაეცნოთ Amazon AWS-ის ინოვაციურ ტექნოლოგიებს:
ორგანიზატორების თქმით, ეს ღონისძიება, მონაწილეებს კარგ შესაძლებლობას აძლევს:
- საფუძვლიანად გაეცნონ AWS-ის ტექნოლოგიებს და ჩაერთო დისკუსიაში
- გაიღრმავონ ცოდნა
- გახდნენ AWS-ის პროფესიონალთა ჯგუფის წევრი
[R]













