Amazon-მა ტექნიკური შესაძლებლობა, კერძოდ, დამატებითი რეალობა (AR) ახლებური გზისკენ მიმართა. ელექტრონული კომერციის გიგანტი ლონდონში პირველ სალონის სახლს ქმნის, სადაც მომხმარებლებს საკუთარ თმაზე სხვადასხვა ფერის მორგება ვირტუალურად შეეძლებათ.
ახალი სალონი Amazon Go-ს მსგავს პრინციპს ეყრდნობა. AR ტექნოლოგია სარკეში მოთავსებულ ტაბლეტს იყენებს, რათა მომხმარებლებს აჩვენოს, როგორ გამოიყურებიან ისინი სხვადასხვა ფერის თმით. სასურველი თმის საღებავის შეძენას კი, QR კოდის სკანირებით შეძლებენ.
ასევე, იმისათვის, რომ ყველამ კარგად აღიქვას, რამდენად მოსწონს თმის ახალი სტილი, ტაბლეტთან ერთად კამერაც არის დამონტაჟებული. ამ თვალსაზრისით, სალონი Live Mode-ს ჰგავს, რომელიც “ამაზონმა” 2019 წელს შექმნა – მისი მეშვეობით, მომხმარებლები თმის ნაცვლად, პომადის ფერებს ირგებდნენ.
ტექნიკურის გარდა, სალონი ტრადიციულ მეთოდსაც გთავაზობთ, Neville Hair and Beauty-ის პროფესიონალებისგან, რომლებიც ლონდონში მოღვაწეობენ. როგორც ცნობილია, კომპანია კიდევ აპირებს რამდენიმე სალონის გახსნას, როგორც ახალი ტექნოლოგიის საცდელი მოედნისა და სილამაზის პროდუქტების ვიტრინის.