in

როგორ იქცა ავტოფარეხში დაწყებული საქმიანობა დიდ ბიზნესად

ბევრი მისი თანამედროვისგან განსხვავებით, ბეზოსი დარწმუნებული იყო, რომ ინტერნეტი უფრო მეტია, ვიდრე წარმავალი მოდა.1994 წელს მან დაიწყო ბიზნეს გეგმის მოძიება, რომელსაც „დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ზრდის კონტექსტში“. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკიდან სიეტლში მოგზაურობისას, მან შეადგინა 20 პროდუქტის სია, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მარტივად გაიყიდებოდა ინტერნეტის მეშვეობით.

ბეზოსის სია მოიცავდა დისკებს, კომპიუტერულ აპარატურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ვიდეოებს და წიგნებს. საბოლოოდ კი წიგნების გაყიდვაზე შეჯერდა, რაც რამდენიმე მიზეზს უკავშირდებოდა: წიგნები შედარებით იაფია, ვიდრე აპარატურა; წიგნებზე მთელ მსოფლიოში მუდმივი მოთხოვნაა.

მას შემდეგ 26 წელზე დიდი დრო გავიდა — დღეს ამაზონო ყიდის არა მხოლოდ წიგნებს, არამედ ყველაფერს, კოსმეტიკური საშუალებებით დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და მანქანების ნაწილებით დასრულებული. სხვა სიტყვებით, კომპანიის ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მეტსახელად „ყველაფრის მაღაზიაც“ კი შეარქვეს. თუმცა ამ შედეგამდე ბეზოსმა დიდი გზა გაიარა, ფრთხილი ნაბიჯებით და წარმატების გასაღებით, რომელსაც წინდახედულობა ეწოდება.

ამაზონის ელექტრონული კომერცია

Amazon-ის დაყოფა რამდენიმე სეგმენტად შეიძლება: ონლაინ მაღაზიები, მესამე მხარის გამყიდველის სერვისები, ამაზონის ვებ სერვისები, სარეკლამო სერვისები, სააბონენტო სერვისები და ფიზიკური მაღაზიები.

როდესაც ჯეფმა თავისი ავტოფარეხიდან წიგნების გაყიდვა დაიწყო, მან ინვესტორები გააფრთხილა, რომ ეს საქმიანობა მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ მოიტანდა შემოსავალს. ბეზოსი მართალი იყო: Amazon-მა თავისი პირველი მოგება 2001 წლის მეოთხე კვარტალში დააფიქსირა — თითო აქციაზე 1 ცენტი, შემოსავალმა კი მილიარდ დოლარს გადააჭარბა. CNN-ის იმდროინდელ ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამაზონი საოპერაციო ხარჯებისა და პროდუქტების ღირებულების შემცირებით გახდა მომგებიანი. ამგვარი მიდგომა დიდი მოცულობების გაყიდვას გულისხმობდა.

უკვე 2021 წლის მეოთხე კვარტალში კი ელექტრონულმა კომერციამ $66,08 მილიარდი გამოიმუშავა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით ნახევარი იყო. დღეისათვის ამაზონის ვებგვერდს უფრო ფართო და მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მაღაზიას. მისი დიზაინი მოსახერხებელ დათვალიერებას უზრუნველყოს, ხოლო ალგორითმები ინდივიდუალური მომხმარებლების საჭიროებებსა და ინტერესებს ერგება — ცხადია, ეს დამატებით და ხშირად დაუგეგმავ შესყიდვებს უწყობს ხელს.

ამავდროულად, გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა Covid-19-ის პანდემიის დროს, როდესაც ადამიანებს ფიზიკურ მაღაზიებში სიარული შეეზღუდათ. ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ონლაინ გაყიდვები მოულოდნელად დაეცა 3%-ით, შემდეგ კი — 4,3%-ით.

ამაზონის მომავალი

2021 წლის მაისში ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებდა და სანაცვლოდ აღმასრულებელი თავმჯდომარის როლი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელი აღარ არის ისეთი ჩართული კომპანიის საქმიანობაში, როგორც ადრე, ახლა მისი ყურადღება გამახვილებულია კერძო საკუთრებაში არსებულ აერონავტიკის მწარმოებელზე — Blue Origin.

გულწრფელად რომ ითქვას, რადგანაც ყოველთვის ორი ნაბიჯით წინ ფიქრობდა, ბეზოსმა შესაძლებლობა გამოიყენა და გვერდი აუარა პოტენციურ კრიზისებს. იცოდა, რომ ელექტრონული კომერციის გაყიდვები სავარაუდოდ შემცირდებოდა პანდემიის დასრულების შემდეგ. ამიტომაც, რესურსები კომპანიის ღრუბლოვანი და სარეკლამო სერვისებისკენ მიმართა, რომელთაც ახლა უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე ოდესმე.

P.S. მიუხედავად იმისა, რომ საცალო ვაჭრობის სეგმენტი სტაგნაციას განიცდის, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Amazon-ის შემოსავალი გაორმაგდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

„ბორჯომის“ საახალწლო ზღაპარი

ბილაინმა 2022 წელს განხორციელებული სოციალური პროექტები შეაჯამა