19
Feb
2019

Amazon, გარემოს დასაცავად, გრძელვადიან პროექტს იწყებს

19 Feb 2019

Amazon-ს, გარემოს დაცვის კუთხით, როგორც ჩანს, სერიოზული გეგმები აქვს. კომპანიის სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი გადაზიდვების შედეგად გამოყოფილი ნახშირჟანგის (კარბონის) ოდენობა ნელ-ნელა  შემცირდება. 2030 წლისთვის კი, მსოფლიოს მასშტაბით გზავნილების 50% ამ ნივთიერების კვალს საერთოდ აღარ უნდა ტოვებდეს.

Amazon-მა ამ მიზნით,სპეციალური პროგრამა “Shipment Zero“ შეიმუშავა. ჯერ უცნობია, რას გულისხმობს ეს გრძელვადიანი პროექტი და კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს კომპანია. ამბობენ, რომ დეტალებს უახლოეს მომავალში გაახმაურებენ.

ექსპერტების თქმით, Amazon მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს და დეტალურად წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, რადგან, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, კომპანია სერიოზულ გავლენას ახდენს გარემოსა და კლიმატის ცვლილებაზე.

 

განხილვა