Amazon „მოლარის გარეშე“ მაღაზიებს აფართოვებს. პირველი ასეთი მაღაზია მან 2017 წლის იანვარში, სიეტლში გახსნა, შემდგომი ნაბიჯები ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოში გადაიდგა. დღეისათვის კი, The Wall Street Journal-ის მიხედვით, კომპანია ტექნოლოგიის დიდ მაღაზიებში გამოცდას გეგმავს.
„მოლარის გარეშე“ მაღაზიის პრინციპი შემდეგია – იყენებენ კამერებსა და სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, იმის დასადგენად, თუ რომელი პროდუქტი აიღო მომხმარებელმა. ანგარიშსწორება მოლარის გარეშე, სპეციალურ გასასვლელებთან ხდება. ტექნოლოგია ატარებს პროდუქციას და იღებს თქვენი ბარათიდან თანხას, თითქმის იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც მაღაზიას ტოვებთ. აქამდე არსებული „მოლარის გარეშე“ მაღაზიები მცირე ზომის იყო და სულ რამდენიმე საცდელ პროდუქტს მოიცავდა. ცნობილია, რომ სისტემას ჰქონდა ხარვეზები. მაგალითად, ის შენელდა 2017 წელს, როცა 20 მომხმარებელზე მეტი იყო მაღაზიაში. The Wall Street Journal-ის ცნობით, ამაზონმა გააუმჯობესა პროგრამა, თუმცა, დიდი სივრცეები მაღალი ჭერებით და მეტი პროდუქტით, შესაძლოა. ახალი პრობლემის მიზეზი გახდეს. მიუხედავად ამისა, „ამაზონი“ ტექნოლოგიის გამოცდას მაინც აპირებს.

უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, Amazon-ს, „მოლარის გარეშე“ მაღაზიებთან დაკავშირებით, დიდი გეგმები აქვს. 2021 წლისთვის, ის 3000 ასეთი მაღაზიის გახსნას გეგმავს.












