in

Amazon Alexa ბავშვებს ზღაპრების შექმნაში ეხმარება

veon
veon

Amazon Alexa-ს ახალი ფუნქციის გამოყენებით, ბავშვებს შეეძლებათ, თავიანთი ფანტასტიკური სამყაროს გმირებად იქცნენ. ამისათვის კი საკუთარი ძილისპირული ისტორიები უნდა შექმნან.

Echo Show-ს ექსკლუზიური პროგრამა ექნება, სახელწოდებით “Create with Alexa”, რომელიც ძილისწინა რუტინის გააქტიურებას ისახავს მიზნად. ამასთან, ის ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, ორიგინალური თავგადასავლების წარმოდგენითა და შექმნით, კრეატიულობა გაიღრმაონ. თანაც, პროგრამა ფერად პერსონაჟებს, სამყაროებსა და მუსიკალურ გაფორმებასაც კი უზრუნველყოფს.

ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, მშობლებმა ან ძიძებმა Alexa სესიის დაწყებამდე უნდა გააფრთხილონ და უბრძანონ: “Alexa, make a story”. ამის შემდეგ ბავშვებს რამდენიმე მინიშნება მიეცემათ ასარჩევად, როგორიცაა სხვადასხვა გარემო, პერსონაჟის სახელი, ზღაპრის ტონი და მისი მუსიკალური აკომპანემენტი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Alexa თავის ახალ და გაუმჯობესებულ სასაუბრო და გენერაციულ AI-ს გამოიყენებს, რომელიც წერილობით ისტორიებზეა გაწვრთნილი, რათა პატარა ავტორებისთვის უნიკალური და თანმიმდევრული ამბავი შექმნას.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეზღუდვა, როგორიცაა შინაარსის გაფილტვრა და კურირებული რჩევები, რათა ეს გამოცდილება სასიამოვნო და უსაფრთხო იყოს“, — აცხადებს Alexa AI Products-ის ხელმძღვანელი, ეშან ბატნაგარი.

Apple ახალი მაღაზიის გახსნისთვის თავის ძველ ლოგოს აახლებს

როგორ უნდა შეძლოთ კარგად ხელმძღვანელობა მაშინ, როცა ეკონომიკა ცუდ დღეშია?