in

Amazon-ის Alexa თქვენს კითხვებზე პასუხისას რეკლამებს შემოგაპარებთ!

veon
veon

ბოლო თვეების განმავლობაში Amazon Alexa-ს ჩვენეულ აღქმებს მუდმივად ცვლის — გარდაცვლილი ბებიის ხმის საშიში რეინკარნაციიდან დაწყებული, დამთავრებული მთვარეზე მოგზაურობით. თუმცა, როგორც ჩანს, ვირტუალურ ასისტენტს ამის გაკეთება რეალურად შეუძლია. ახლა კი ფუნქცია, რომელიც არავის უთხოვია, თქვენ წინაშეა — შესაძლოა, Alexa-მ რეკლამები შემოგაპაროთ, როცა თქვენს ყოველდღიურ კითხვებს უპასუხებს. 

მაგალითად, ჰკითხეთ Customers Ask Alexa-ს, როგორ უნდა ამოიღოთ შინაური ცხოველის ბეწვი ხალიჩიდან. როგორც წესი, ის ინტერნეტში წარმოდგენილი რჩევებით გიპასუხებდათ, მაგრამ მომავალში მისი ახალი ვერსია გადაგამისამართებთ იმ გამყიდველთან, რომელიც ამისთვის საჭირო პროდუქტებს ყიდის. 

დიახ, მეტი სასაუბრო გამოცდილებისთვის, ბრენდები ისწრაფვიან, რათა პასუხები გასცენ ხშირად დასმულ კითხვებს, მაგალითად, როგორ მოვაშორო ლაქები? ან რამდენად ხშირად უნდა დავბანო ძაღლი?. ხოლო, როცა თქვენ მსგავს კითხვებს დასვამთ, Alexa შესაბამის პასუხებს მოგაწვდით, ოღონდ ბრენდის პროდუქტების მცირე დანამატით: მზად ხართ საყიდლად?დაამატეთ კალათაში

Amazon-ის თანახმად, Customers Ask Alexa მყიდველებისთვის Amazon-ის საძიებო ზოლის მეშვეობით 2022 წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო Echo მოწყობილობების მეშვეობით 2023 წლის შუა რიცხვებში.

Uber-ის ახალი აპლიკაცია უკრაინელ რესტავრატორებს კულტურული ძეგლების აღდგენაში დაეხმარება

ფრენის დასწავლა მიწაზე მყარად სიარულით