2
May
2019

„წარმოვიდგინე მომავალი, რომელსაც მასთან ერთად გავატარებდი“ – ფანტაზიიდან ყიდვის გადაწყვეტილებამდე

2 May 2019

Elit Electronics
Elit Electronics


რუტინამ გადაგღალა? სიყვარულს ეძებ? Amazon პრაიმი ამბობს, რომ მას ზუსტად ის აქვს, რაც შენ გჭირდება! ეს გზავნილია Droga5 London-ის „ამაზონისთვის“ შექმნილი ბოლო სერიული ნამუშევრებისთვის. ვიდეორგოლები იმ თემის გაგრძელებაა, სადაც Amazon Prime უკეთეს ცხოვრებას გვპირდება. რეკლამები ფოკუსირებულია ავეჯისა და მოდის ინდუსტრიაზე და ამ შემთხვევაში, ხაზგასმულია პრაიმის უპირატესობა – უფასო ორდღიანი შიპინგი.

ამოცანა იყო, რომ ამ ამბავზე გვესაუბრა ისე, რომ ხმაური გამოგვეწვია ჩვენს მომხმარებლებში – აგვესახა ის სიტუაცია, რა ემართებათ ადამიანებს ყიდვის პროცესში… ნუ, ცოტათი უფრო გაგვემძაფრებინა მათი ფანტაზია, – დავიდ კოლბუზცი, Droga5 London-ის კრეატიული ოფიცერი.

ვიდეორგოლში „სავარძელი“ წარმოდგენილია ერთი ნახვით შეყვარება – დედას, რომელიც ბავშვის საფენების გამოწერას აპირებს და რომელსაც საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის დრო აღარ აქვს, მოულოდნელად, Amazon Prime-ის სავარძელი გამოუჩნდება და ის იქცევა უდარდელ, სექსუალურ ქალად, ტყავის შარვალში.

მორიგი რეკლამა „მოსაცმელი“ ლუდხანაში მყოფ მარტოსულ, სათვალიან ბიჭზეა. ის USB კაბელს ეძებს ონლაინ მაღაზიაში, როცა თვალიერებისას, „ამაზონის“ ტყავის ქურთუკი შემოხვდება და საკუთარი თავის სულ სხვანაირ ვერსიას წარმოიდგენს.

„კაბის“ ვიდეორგოლში. დაუბანელი და გაჩეჩილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც კარტოფილს ჭამს და თან თერმულ წინდებს ეძებს, „ამაზონის“ ოქროსფერი კაბის მსხვერპლი ხდება და მისი ცხოვრებაც იცვლება.

ბოლო ვიდეორგოლში ფანტაზიის ნამდვილი ზეიმია – უბრალო საწოლოთახიდან ნამდვილ ლუქს ოთახამდე.
ვიდეორგოლების კონცეპტი, ნამდვილი მომენტებიდანაა აღებული. მეთვითონ ამაზონზე ბუკინისტურ წიგნს ვეძებდი და უცბად, Sprayground-ის ზურგჩანთას გადავაწყდი. იმ მომენტში წარმოვიდგინე მომავალი, რომელსაც ამ ჩანთასთან ერთად გავატარებდი. მე ის ვიყიდე. მე ის მიყვარს. და მე მას ახლაც ვიყენებ“.

Credits

Agency: Droga5 London
Chief Creative Officer: David Kolbusz
Group Creative Directors: Shelley Smoler and Raph Basckin
Copywriter: Molly Wilkoff
Group Account Director: Heather Cuss
Account Director: Max Levine
Strategy Director: Pete Heskett
Agency Producer: Rachel Hough
Production Company: Furlined
Executive Producer: Olly Chapman
Producer: Giles Skillicorn
DoP: Joost Van Gelder
Post Production: Untold Studios
Grade: James Bamford at The Mill
Editor/Editing House Paul Hardcastle, Edward Hanbury, David Davis at Trim Editing
Sound: Will Cohen at String and Tins
Directors: Will Speck and Josh Gordon

განხილვა