in

Amazon-ის დრონი, რომელიც ამანათების დარიგებას უახლოეს თვეებში დაიწყებს

M2

Amazon-მა Prime Air Delivery დრონის ბოლო ვერსია წარადგინა. ეს არის ჰიბრიდული დრონი, რომელსაც ჰორიზონტალურთან ერთად, ვერტიკალურად მოძრაობაც შეუძლია. კომპანიის განცხადებით, დრონით მიტანის სერვისის ამოქმედება უახლოეს თვეებში იგეგმება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდიდან, ან სად ამოქმედდება პირველად ეს სერვისი. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საავიაციო ფედერაციამ კომპანიას დრონების გამოყენებაზე ნებართვა უკვე მისცა.

ახალ დრონი აღჭურვილია თერმული და სიღრმის კამერებით, ასევე სპეციალური სენსორებით, იმისათვის, რომ მოძრაობისას საფრთხის გამოვლენა და მისგან თავის არიდება შეძლოს. მანქანური სწავლების მოდელების დახმარებით, დრონზე არსებული კომპიუტერები ავტომატურად ავლენენ დაბრკოლებებს და გვერდს უვლიან მათ.

რას ფიქრობენ ბავშვები ბავშვთა დაცვაზე? – ACT-ის ვიდეორგოლი

როგორ ავაწყოთ მუსიკა კარტოფილი ფრისგან? – McDonald’s-ისა და Spotify-ის ერთობლივი კამპანია