იყო დრო, როცა Amazon Echo-ზე კონკრეტული მოქმედების შესასრულებლად პროგრამას – Alexa – ხმოვან ბრძანებას აძლევდით. ახლახან კი, Amazon Echo-მ ახალი ფუნქცია დაამატა, რომლის მეშვეობითაც Alexa-სთან წერილობით კავშირის დამყარებას შეძლებთ. ჯერჯერობით აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ Apple-ის პროდუქციაზეა ხელმისაწვდომი (iPhone – $599; iPad – $295). თუმცა მასზე ანდროიდის მომხმარებლებსაც მალე ექნებათ წვდომა.
ახალ სერვისს არაერთი დადებითი მხარე აქვს – შესაძლოა, არ გსურთ მიკროფონის ფუნქციის გამოყენება და ერთი ოთახიდან მეორე ოთახში ყვირილი: „ჩამირთე ჩემი საყვარელი მუსიკა!“.
ამ ეტაპზე Alexa-სთან ტექსტური ინტერაქცია სატესტო რეჟიმში მუშაობს და შესაძლოა გარკვეული ხარვეზებიც ახლდეს თან.