Amazon-მა Echo სპიკერების ხაზი განაახლა, რაც Echo Pop-ს მოიცავს — ახალ 40-დოლარიან მოდელს, ნახევრად სფერული დიზაინით. უფრო კონკრეტულად კი, Echo Pop Amazon-ის „ალექსათი“ აღჭურვილი მოწყობილობაა:
როგორც ჩანს, პატარა სივრცეებს იგი საკმაოდ კარგად ერგება, მაგალითად სტუდიოს ტიპის ოთახებს, აბაზანებს და ა. შ. ხოლო მას შემდეგ, რაც სასურველ ადგილზე მოათავსებთ, შეგიძლიათ Alexa-ს სთხოვოთ, თქვენთვის მუსიკა ჩართოს ან თუნდაც, ამინდის პროგნოზი გაგაცნოთ. ყველა სივრცეს რომ მარტივად შეუხამოთ, დინამიკი შავ, თეთრ, ლავანდისფერ და მომწვანო (teal) ფერებშია ხელმისაწვდომი.