2020 წლისთვის „ამაზონზე“ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდება. სამაგიეროდ, შემცირდება Facebook-ის, Google-ისა და YouTube-ისთვის. ამის შესახებ გამოცემა The Drum, საინვესტიციო საბანკო კომპანია Cowen-ზე დაყრდნობით წერს. ამ მონაცემებით, დამკვეთთა ბიუჯეტში, Amazon-ის წილი, 12%-ით გაიზრდება.

ანგარიშის მიხედვით, Facebook, რეკლამიდან 3%-ით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, Google-სა და YouTube-ს კი შედარებით მცირე დანაკარგი ექნებათ. როგორც ჩანს, დამკვეთებზე გავლენა მოახდინა გასულ წელს, პირად მონაცემებთან დაკავშირებით მომხდარმა სკანდალმა. ამ ფონზე, „ამაზონი“ მათთვის უფრო საინტერესო მოთამაშე გახდება, მით უმეტეს, რომ უკვე აქვთ შესაძლებლობა, კომპანიისგან, რეკლამა პირდაპირი წესით იყიდონ.










