in

Amazon მომხმარებლის გაღიმებას ცდილობს — Food too, who knew?

ამაზონში ყველაფერია, დაწყებული წიგნებით და სათამაშოებით, დამთავრებული ელექტრონული ნივთებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი საკვები ხაზის შესახებ არც ისე ბევრმა იცოდა… ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი გზავნილიც — Food too, who knew? ამაზონს სურს, მომხმარებლებს თავისი ბრენდის სასურსათო შეთავაზებებზე ყურადღება გაამახვილებინოს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება Red Brick Road-ის, მოდით, ასე ვუწოდოთ, ღიმილების კამპანია.

ლონდონის მეტროში და მის მიმდებარედ ბილბორდებზე ღიმილის ფორმის საკვებია გამოსახული, რათა სახალისოდ წარმოგვიდგინოს ამაზონის ღიმილის იმიტაცია. ამის მიღმა კი მთავარი მესიჯი იმალება, რომ აქ საკვების ყიდვაც შეიძლება. Red Brick Road-მა 9 განსხვავებული ღიმილი შექმნა კამპანიისთვის და რეკლამები, რომლებშიც დღის კონკრეტულ მონაკვეთზე გათვლილი სასურსათო პროდუქტებია ნაჩვენები. აი, მაგალითად Banana Smiles ამაზონის იოგურტს, ყავასა და ბანანებს არეკლამებს, Prawn Smiles კრევეტების სალათს, ხოლო Chilli Smiles ვახშმისთვის შესაფერის კერძებს. 

კამპანია ამაზონის ცნობილ ვარსკვლავებიან რეიტინგსაც მოიცავს, რითაც გვაჩვენებენ, რომ კომპანიის პირადი სასურსათო ხაზი მომხმარებლებისგან მაღალ შეფასებას იმსახურებს…

IT აკადემია STEP განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

როგორია ბრენდინგი დეველოპმენტში – მარკეტერის პოდკასტი