8
May
2019

Amazon-მა სმენადაქვეითებული თანამშრომლებისთვის ჟესტების ენით შექმნილი ლოგო წარადგინა

8 May 2019

სმენადაქვეითებული თანამშრომლებისთვის „ამაზონმა“ ამერიკული ჟესტების ენის გამოყენებით შექმნილი ლოგო წარადგინა. იმისთვის, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლების მიმართ მადლიერება გამოეხატა. ლოგო Amazon-ის UX დიზაინერის, სმენადაქვეითებული ბრენდან გრემერის ინიციატივით, დიზაინერების გუნდთან ერთად შეიქმნა, რომ რაც შეიძლება აკურატულად ასახულიყო ჟესტების ენა ბრენდინგში. ლოგოს მოჰყვება ხელის ანბანი ასო Z-ისთვის და „ამაზონის“ სმაილის ისარი.

გრემერი, დაახლოებით, 10 წელია, ტექნოლოგიურ გიგანტს AmazonPwD-ის ჩაშვებაში ეხმარება, რაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე, ინკლუზიურ თანამშრომლებზე ორიენტირებული გუნდის შექმნას გულისხმობს. ფიქრობს, რომ ახალი ლოგო, „ამაზონში“ პოზიტიურ-კულტურული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

განხილვა