15
Apr
2019

Amazon უფასო მუსიკალურ პლატფორმას უშვებს

15 Apr 2019

გამოცემა Billboard-ის ინფორმაციით, Amazon უფასო მუსიკალური სერვისის გაშვებას აპირებს. პლატფორმა კონკურენციას Spotify-ს გაუწევს და მისი შემოსავალი, განთავსებული რეკლამები იქნება.

Billboard წერს, რომ მომხმარებელს წვდომა ექნებათ სპეციალურ მუსიკალურ კატალოგზე და სიმღერებს Echo-ს საშუალებით მოუსმენს. ჯერ უცნობია, რა მოცულობის იქნება ეს კატალოგი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე „ლეიბლი“ უკვე მზადაა კომპანიასთან თანამშრომლობისთვის.

თავად „ამაზონში“ ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, Billboard-ის ცნობით, პლატფორმა რამდენიმე კვირაში უნდა „გაეშვას“.

განხილვა