in

ჯეფ ბეზოსი “ამაზონის” გაკოტრების შესახებ

ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Amazon-ს ჯეფ ბეზოსმა გაკოტრება უწინასწარმეტყველა. ამ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. უცნაურია, როცა ტრილიონიან კომპანიის მომავალს ასეთად საკუთარი დამფუძნებელი ხედავს. “Amazon არ არის ისეთი დიდი, რომ არ ჩაიძიროს, თუმცა, ერთხელაც ეს ასე იქნება. კომპანია გაკოტრდება. თუ დიდ კომპანიებს დააკვირდებით, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, პლუს ოცდაათი წელია და არა პლუს ასი წელი” – ამბობს ბეზოსი.

BOG
BOG

 

ბიზნესმენს, მაღაზიათა ქსელ Sears-ის გაკოტრებაზეც ჰკითხეს. შეგახსენებთ, რომ Sears დაარსდა 1893 წელს, 2018 წელს აშშ-ის უმსხვილეს მაღაზიათა ქსელებს შორის 31-ე ადგილი ეკავა, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში, გაკოტრდა. ბეზოსს ჰკითხეს, რა ისწავლა “სეარსისა” და სხვა დიდი მაღაზიების გაკოტრებიდან, რაზეც მან უპასუხა: “თუ მომხმარებლების ნაცვლად, საკუთარ თავზე ვფოკუსირდებით, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი. ეს დღე კი, რაც შეიძლება შორი პერიოდისთვის უნდა გადავდოთ.”

ამ განცხადების მიუხედავად, კომპანიამ დააანონსა, რომ ოფისებს გახსნის ნიუ-იორკის ლონგ-აილენდში, ვირჯინიის გარეუბნებსა და ვაშინგტონში. კომპანიის თქმით, საერთო ჯამში, 75.000 ადამიანი დასაქმდება.

“ვენდისში” პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

„ჩვენ გავბედეთ POPXSpotlight“