in

Amazon Halo ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად კამერის გამოყენებას მოგთხოვთ!

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება ეს სისტემა მომხმარებლებისთვის

veon
veon

გასული ზაფხულის პირველი განცხადების შემდეგ, Amazon-ის ფიტნეს მოწყობილობამ Halo კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია. მომავალი განახლებისთანავე სერვისი მომხმარებლებს “აიძულებს”, სმარტფონსა თუ ტაბლეტზე კამერა გამოიყენონ, რათა მათი სხეულის სკანირება მოახერხოს და “მოძრაობის ჯანმრთელობა” შეაფასოს.

სავარაუდოდ, Halo ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების მეშვეობით მომხმარებლის მოძრაობის სიჯანსაღეს პროცენტულად შეაფასებს და სწორედ ამს საფუძველზე განსაზღვრავს მის ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას.

“ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოთ ჩვენი ალგორითმების შედარება სხვადასხვა დემოგრაფიისა და სხეულის ტიპისთვის. მკაცრად ვამოწმებთ ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა სხეულის ტიპი, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი და დემოგრაფიული ასპექტები” – ამბობს Amazon Halo-ს ტექნიკური პროდუქტის უფროსი, ნიენგა კარიუკი.

ამასთან ერთად, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. ეს ალგორითმი, ყოველი მომხმარებლის შემთხვევაში, სხეულის ტიპის გათვალისწინების გარეშე ერთსა და იმავე შეფასებას იყენებს. თუმცა ამ ფაქტს ის ამსუბუქებს, რომ ეს ქულობრივი მაჩვენებელი პროფესიონალი ტრენერის შეფასების ეკვივალენტურია. შედეგად, მომხმარებლები შესაბამისი სავარჯიშოებს მიიღებენ, რომლებიც მოძრაობის, სხეულის ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს.

მართალია, Amazon აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ვიდეოებისა თუ ფოტოების ნახვის საშუალება მხოლოდ ალგორითმს ექნება და არა რომელიმე თანამშრომელს, მაგრამ ეს საზოგადოებაში მაინც უნდობლობას იწვევს. თანაც, ყველა მომხმარებლისთვის შეფასების გამოყენების განზოგადებული მიდგომის გათვალისწინებით, ბევრს უჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება. განსაკუთრებით მაშინ, როცა უამრავი უკეთესი სისტემა არსებობს, პერსონალური მწვრთნელებითა და სავარჯიშო პროგრამით.

ახალი კვლევის თანახმად, საკვები სოკოს მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს

აჭარაბეთი Red Bull Car Park Drift Georgia 2021-ის პარტნიორია