in

ნახეთ: NBBJ Amazon HQ2-ისთვის სპირალური მინის კოშკის ფორმის შენობას ქმნის

მთელი კომპლექსი მზის ენერგიაზე იმუშავებს

საერთაშორისო არქიტექტურულმა კომპანიამ NBBJ სპირალის ფორმის მინის კოშკი შეიმუშავა, რომელიც დაფარულია ხეებითა და სასეირნო ბილიკებით. შენობა სამი საოფისე შენობის კომპლექსის ნაწილია და ონლაინ საცალო სავაჭრო კომპანია Amazon-ისთვის (კერძოდ, Amazon HQ2-ისთვის) არის განკუთვნილი, როგორც ახალი შტაბი არლინგტონში, ვირჯინიას შტატში.

The Helix ასე ჰქვია კოშკს, თავისი სპირაული ფორმიდან გამომდინარე. ის დაახლოებით 260,130 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და გარდა საოფისე ოთახებისა, მოიცავს დახურულ ბაღებს, მხატვრის საცხოვრებელს, შეხვედრების დარბაზს, რომლის ტევადობაც საკმარისია 1500 ადამიანისთვის. ასევე, მაღაზიები, რესტორნები და ფერმერთა ბაზარი განთავსებული იქნება შენობის ქვედა ნაწილში არსებულ პლაზაში.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, ბიზნეს ანალიტიკოსებსა და იურიდიულ ჯგუფს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ შენობაში არსებული ძაღლების ყოველდღიური მოვლის სერვისით, ბავშვთა მოვლის ცენტრით და საზოგადოებრივი სივრცით. თანაც, როგორც NBBJ აცხადებს, შაბათ-კვირას შენობის მწვანე ნაწილი საზოგადოებისთვის ღია იქნება.

“პროექტი შემოგთავაზებთ მრავალფეროვან გამოცდილებას, რომელიც გთავაზობთ აღმოჩენას, თანამშრომლობას და ჩაფიქრებას” – ამბობენ NBBJ-ის წარმომადგენლები. კომპანიის განცხადებით, სივრცის ასეთი გადაწყვეტა, თანამშრომლებს ჯანსაღ სამუშაო გარემოს შეუქმნის.

პროექტი ამერიკის მწვანე შენობათა საბჭოს მიერ გაცემულ „LEED Platinum”-ის სერთიფიკატს ფლობს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპლექსი სრულად აკმაყოფილებს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს.

Apple-ის მანქანას Kia შექმნის!

ყინულისგან, თაფლისგან და სხვა მასალებისგან შექმნილი კომპიუტერები