11
Sep
2019

რა ზეგავლენა აქვს Amazon-ს სარეკლამო ეკოსისტემაზე?

11 Sep 2019

ამბობენ, რომ Amazon უკვე რამდენიმე წელია Google-სა და Facebook-ს დუოპოლიის გამოწვევის წინაშე აყენებს. გამოცემა Forrester-ის ცნობით, სარეკლამო ინდუსტრიაში Amazon-ის გავლენა იზრდება და მოსალოდნელია, რომ ეს ტალღა ტექნოლოგიურ გიგანტებსაც გაცდება და ამას იგრძნობენ მარკეტერებიც, სააგენტოებიც და რეკლამის დამკვეთებიც.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ანალიზის ავტორმა, კოლინ კოლბერნმა განაცხადა, რომ Google და Facebook, ჯერჯერობით, ვერ გრძნობენ კონკურენციის სიმწვავეს, რადგან ყოველივე ეს ფინანსებზე მძაფრად არ აისახება, ამ დროისათვის. თუმცა, 2020 წელი განსხვავებული იქნება მათთვის. დუოპოლიის ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, Google-მაც და Facebook-მაც გამოუშვეს ისეთი სარეკლამო პროდუქტების სერია, რომელიც მომხმარებლებს სამოსისა და სამომხმარებლო პროდუქტების უკეთ მოძებნაში ეხმარება. ეს დადებითი ცვლილებების მომლოდინე მარკეტერებისთვის ერთგვარი დამაიმედებელი ფაქტორი უნდა იყოს, ვინაიდან, “ამაზონი” კონკურენტებს ავტომატურად ინოვაციურობისკენ უბიძგებს. ერთი მხრივ, მწარმოებლები მოითხოვენ მედიაში ინვესტირების უკეთეს სტრატეგიას, მეორე მხრივ კი, მარკეტერებიც იმავე (და უკეთეს) პირობებს ელიან რეკლამის დაკვეთისას, როგორც ეს Amazon-ს აქვს.

რეპორტის მიხედვით, გუგლი და ფეისბუკი, სამომავლოდ, შემოსავლების შემცირებას უნდა ელოდნენ, თუკი მარკეტერებს უკეთეს პირობებს არ შესთავაზებენ. Forrester-ს მაგალითად კომპანია Performics-ის მარკეტინგული ეფექტიანობის ანალიზი მოჰყავს, რომლის მიხედვითად, მარკეტერები Facebook ინვესტიციებს ამცირებენ, რადგან Amazon გაყიდვების უკეთეს მაჩვენებელს აძლევს.

ამას გარდა, შესაძლოა, რეკლამის დამკვეთები, მომხმარებლის სასიცოცხლო ციკლთან მიმართებაში, საკუთარ მედია რესურსებს არასწორად აფასებენ. რეპორტში ნათქვამია, რომ გაყიდვები ყველაზე დაბლა Facebook-ზე შეიძლება დაეცეს, შემდეგ მოდის გუგლი და მხოლოდ შემდეგ – Amazon. აქედან გამომდინარე, Forrester ყურადღებას ამახვილებს Amazon-ის უნარზე, შთააგონოს კონკურენტი პლატფორმები. კვლევაში ნათქვამია, რომ ამაზონმა კონკურენტებს უბიძგა, გაეუმჯობესებინათ შედეგები, რაც ციფრულ რეკლამაში დახარჯულ რესურსებს უნდა მოყვეს. მაგალითად, Walmart-მა და Target-მა გაყიდვები მართვადი სერვისიდან თვითმომსახურების მოდელზე გადაიყვანეს.

რეპორტის ავტორები გვირჩევენ ვითანამშრომლოთ გაყიდვების პლატფორმებთან, რომლებიც თავიანთ სივრცეს ბიზნესის მონეტიზაციისთვის იყენებენ. როდესაც ბიზნესი დაინახავს ფულადი ნაკადის ზრდას, ის გაზრდის ინვესტიციას ასეთ მედია პლატფორმებში უფრო მეტად, ვიდრე ტრადიციულ ციფრულ არხებში. Forrester-ის პროგნოზით, Amazon გააგრძელებს ტექნოლოგიური საფუძვლის შექმნას, რაც მარკეტერებს რეკლამის დაკვეთის უფრო ეფექტურ გზასა და მისი შედეგების მკაფიოდ გაზომვად მექანიზმს შესთავაზებს.

Amazon ერთ სივრცეში აქცევს ციფრული სიგნალის პროცესინგს DSP, რეკლამის საძიებო ინსტრუმენტებს, მონაცემთა ნაკრებსა და რეკლამის ნახვის შესაძლებლობას და ამ პროდუქტების დეფიციტიდანაც ღებულობს მოგებას. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ DSP-ს უამრავი ბიზნესი იყენებს, სამიზნე აუდიტორიასთან წვდომისთვის კი არსებულ ინსტრუმენტებს ვერ იყენებენ. Amazon-ის კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობა მისი უნარია, დაეხმაროს მარკეტერებს თავიანთი სარეკლამო ტექნოლოგიების კონსოლიდირებაში, რაღა უკეთ მართონ თავიანთი კამპანიები და მიიღონ მათზე ინფორმაცია.

და ეს მხოლოდ დასაწყისია Amazon-ისთვის. DSP, ჯერ კიდევ, განვითარების პროცესშია და მის ღირებულებას ბიზნესები სათანადოდ არ იცნობენ და როდესაც გაიგებენ, გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაიხსნება მათთვის. რაც შეეხება ტექნოლოგიურ ვენდორებს, ისღა დარჩენიათ, რომ უფრო სწრაფად წაიწიონ წინ და Amazon-ისთვის ნაკლებად მისაწვდომი და მრავალფეროვანი არხებით შესთავაზონ რეკლამის დამკვეთებს თავიანთი პროდუქტი, რათა კონკურენციის გაწევა გრძელვადიანად შეძლონ.

 

წყარო: Adweek



განხილვა