in

Amazon-ის ღია კოდის მეშვეობით, ტელევიზორი ყურის იმპლანტებს უკავშირდება

Amazon-მა და სამედიცინო მოწყობილობების კომპანია Cochlear-მა ინოვაციურ გზას მიაგნეს, რათა ტელევიზორის ყურება ყველასათვის ერთნაირად სასიამოვნო იყოს. მათ მიერ შექმნილი ღია კოდის მეშვეობით, სატელევიზიო შოუების, ფილმებისა და მუსიკის ხმა პირდაპირ ყურის იმპლანტში გადაიცემა.

ამგვარი ტექნოლოგია სმენადაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება, ტელევიზორის ყურება უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქციონ. ინიციატივა იმ პრობლემიდან მომდინარეობს, რომ გასართობ სექტორში გარკვეული შეზღუდვების მქონე ადამიანები სათანადო, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას ვერ იღებენ.

მაგალითად, Cochlear-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ტელევიზორის ყურებისას სიტყვების 40-50% არ ესმის, სმენის პრობლემების გამო. ექოებისგან თავისუფალი, მაღალი ხარისხის ხმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სმენადაქვეითებულთათვის ტელევიზორის ყურებას და ეს რაიმე რთულ პროცესთან არ იქნება დაკავშირებული.

ამჟამად ღია კოდზე წვდომა აქვს ისეთ მოწყობილობებს, როგორებიცაა Nucleus 8, Nucleus 7, Nucleus Kanso 2, Baha 6 Max ხმის პროცესორები. შესაძლოა, ეს ახალი ეპოქის მაუწყებელი იყოს, სადაც ინოვაციურ გზებს საზოგადოების ყველა წევრის სარგებლობისთვის პოულობენ.

MIT-ის მეცნიერებმა 3D გული შექმნეს, რომელიც რეალურის მსგავსად მუშაობს

Lamborghini სუპერმანქანის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს — ახალი კამპანია