in

აი, რას ნიშნავს Amazon-ისთვის წლის ახალი დასაწყისი

BOG
BOG

თუ ფილმებისა და სერიალების ყურებისას რაღაც ახალი იდეები ან ინტერესები თქვენც გიჩნდებათ, Amazon მათ ხორცშესხმას გთავაზობთ. ორი რეკლამა გამოუშვა, რომლებიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს თავიანთი სურვილების ასრულება. ეს ყველაფერი კი It’s On Prime-ის კამპანიაში გააერთიანა. 

Double Shot Dad დაღლილ მამას გვაჩვენებს, რომელიც The Boys on Amazon Prime-ის ვიდეომ შთააგონა — ბავშვის ზრუნვის პარალელურად, მამა ამაზონიდან ყავის აპარატსა და მარცვლებს უკვეთავს… მეორე სიუჟეტი კი 60-წამიანია — Concrete Jungle-ში ახალგაზრდა ქალია ნაჩვენები, რომელიც ახალ ქალაქში გადავიდა და ბეტონის ბინაში თავს მარტოსულად გრძნობს. თუმცა Good Omens-ის ეპიზოდის ნახვის შემდგომ, ბინა მწვანე სივრცედ იქცევა… ესეც, რაღა თქმა უნდა, Amazon Prime-ის დახმარებით, რაც თავად შეგიძლიათ, ნახოთ:

Amazon-ის კამპანიაზე Wieden+Kennedy London-ის სააგენტომ იმუშავა. 

პორშე ისევ ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია

Microsoft Copilot უკვე Android-სა და iOS-ზეა ხელმისაწვდომი!