in

Amazon-ის საშობაო რეკლამა გულწრფელი საჩუქრების ამბავს გვიყვება

ოსკაროსან რეჟისორსა და მსახიობ ტაიკა უაიტიტის აქვს უნარი, ნებისმიერი სცენარის არსს ჩასწვდეს, გულშემატკივართა მოზიდვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. Amazon-ის 2022 წლის საშობაო კამპანიის მთავარ ღერძად კი სიკეთისა და ოპტიმიზმის გრძნობა აირჩია — ეს ყველაფერი რეჟისორმა გოგონასა და თოვლის გლობუსის ისტორიაში ჩაატია.

Lucky Generals-თან და პროდიუსერულ კომპანია Hungry Man-თან თანამშრომლობით შექმნილი ვიდეორგოლი, სლოგანით “Joy is Made”, მამის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც სრულყოფილი სადღესასწაულო სიურპრიზის შექმნას ცდილობს. „ჩვენ მუდმივად ამაზონის მომხმარებელთა გამომგონებლური სულით ვართ შთაგონებული და გვსურდა, განსხვავებული პერსპექტივით წარმოგვეჩინა საშობაო საჩუქრების ტრადიცია. მასში ის სიამოვნება ჩავაქსოვეთ, რომელსაც განსაკუთრებული ადამიანები გვაგრძნობინებენ“, — აღნიშნავს ედ სმიტი, Amazon-ის მარკეტერი.

ამასთან, Amazon-ის კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი, ჯო ბოვესმიტი განმარტავს, რომ კომპანიას სურს, „კეთილშობილებისა და ქველმოქმედების შობაზე“ მოგვიყვეს. ამიტომაც აირჩიეს სიუჟეტი, რომელიც მოსიყვარულე მამის გამომგონებლობაზე გვიყვება.

eTeam წლევანდელი Spotlight-ის პარტნიორია!

500 Global — 15 სტარტაპის თავგადასავალი დაიწყო!