21
სექ
2017

Amazon Kindle-ის 9 შესაძლებლობა, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით!

21 სექ 2017

veon


შესაძლოა, გიფიქრიათ, რომ Amazon-ის ქინდლი არის პაწაწინა, მხოლოდ კითხვისთვის განკუთვნილი ფიქალი. მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც, წიგნების ელექტრონულად საკიტხავად შეიქმნა მას არაერთი სხვა ფუნქციაც აქვს, რომელიც არც ისე ცნობილია, თუმცა მისი ცოდნა ნამდვილად გამოგადგება. ქვემოთ ჩამოთვლილია ის 9 შესაძლებლობა, რასაც ქინდლი გთავაზობს:

 

თამაშები და აპლიკაციები
დიდი ალბათობით, თქვენი გონება გადაღლილი იქნება მას შემდეგ, რაც ფილოსოფოს კირკეგორის ნააზრევის წაკითხვას დაამთავრებთ. თუმცა ქინდლი გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ შეისვენოთ, გადმოწეროთ რამდენიმე თამაში და დრო მოკლათ, მაგალითად, ჯღაბვნით, სუდოკუთი ან „ნიუ-იორკ ტაიმსის“ უახლესი კროსვორდების შევსებით.

დარეზერვებული სტატიების კითხვა
თამაშისა და თუ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის ნახვისას, ტენდენცია გვაქვს, რომ ისინი რეზერვში შევინახოთ, ძირითადად, ეს უფრო ეხება გრძელ სტატიებს. რა თქმა უნდა, საშუალება გაქვთ, რომ ტელეფონითაც გაეცნოთ ამ ინფორმაციას, თუმცა, რატომ უნდა დაძაბოთ თვალები, როცა მათი გაგზავნა ქინდლშიც შესაძლებელია? Instapaper-ით დარეზერვებული სტატიები გამოიგზავნება თქვენს ქინდლში იმ სიხშირით, რამდენის სურვილიც გაქვთ. შედეგად კი, თქვენ ყოველთვის გექნებათ რაღაც ახალი წასაკითხი თქვენს გვერდზე.

სხვადასხვა დოკუმენტის გაგზავნა ქინდლში
შესაძლოა, თქვენ გინდოდეთ საჭირო დოკუმენტების ჩატვირთვა ტქვენს ქინდლში. ამაზონს აქვს ქინდლთან გაგზავნის ოფცია (Send to Kindle) PC-ისთვის, Mac-ისა და მობილური აპარატებისთვის, რითაც სხვადასხვა ფორმატის (Word, PDF და ა.შ.) ფაილების გაგზავნას ამარტივებს.

უფასო წიგნები თქვენს ბიბლიოთეკაში
წიგნის ჭიებისთვის ფულის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა ელექტრონული წიგნების საკუთარი, ლოკალური ბიბლიოთეკიდან გამოყენება (free e-books from your local library)

სქრინშოტის გადაღება
ზოგიერთ ადამიანს უნდა, რომ წიგნიდან თავიანთი საყვარელი პასაჟები ცალკე შეინახონ. ამისთვის კი საჭიროა ეკრანის ორ საწინააღმდეგო კუთხეში თითის დაჭერა, რის შედეგადაც, ქინდლი გადაიღებს სქრინშოტს, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც ქინდლის კომპიუტერთან USB-ს შეერთებით გახდება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი ადგილების მონიშვნა
იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად რაიმე ნარკვევს კითხულობთ, დიდი ალბათობით, დაჭირდებათ კრიტიკული მოსაზრებებისა და ფრაზების მონიშვნა. წიგნში მონიშვნა მარკერით ან სტიკერით შესაძლებელი იყო. ქინდლში კი შეგიძიათ, ეკრანის შეხებით მოინიშნოთ სასურველი ადგილები, რომელთა ექსპორტსაც ერთიან ტექსტად შეძლებთ კომპიუტერში, ასევე, USB-ს დახმარებით.

PDF-ის ქინდლის ფორმატში გადაყვანა
K2pdfopt-ის გამოყენებით, შესაძლებელია PDF ფაილის ისეთ ფორმატში გადაყვანა, რომელიც თქვენი ქინდლისა და თვალებისთვის მეტად მორგებული იქნება. ნაწერის მოახლოება და უკეთ გარჩევა, ამ შემთხვევაში იქნება შესაზლებელი.

Dropbox-იდან წიგნების ავტომატური გადატანა
Bookdrop საშუალებას გაძლევთ, რომ Dropbox-იდან საქაღალდე გადაიტანოთ თქვენს ქინდლში, ისე რომ ელექტრონული წიგნები და დოკუმენტები ავტომატურად ჩაიტვირთოს აპარატში მაშინ, როცა Wi-Fi-სთან წვდომა გექნებათ.

მეგობრისთვის წიგნის თხოვება
კონკრეტული წიგნის შეთავაზება – მხოლოდ რჩევა არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ტქვენს მეგობარს გაუჩნდეს ამ წიგნის წაკითხვის სურვილი. იმის ნაცვლად, რომ უჩიჩინოთ თქვენს მეგობარს, რომ აუცილებლად წაიკითხონ რაღაც წიგნი, Amazon-ს ამისთვის აქვს 14-day loan policy – 14 დღიანი თხოვების პოლიტიკა, რომლის გაგზავნის შემთხვევაშიც, წიგნი თქვენი მეგობრის ქინდლში აღმოჩნდება.

განხილვა

ასევე ნახეთ