in

StyleSnap ნივთებს ფოტოებით მოძებნის – Amazon-ის ახალი ფუნქცია

veon
veon

Amazon, როგორც ამერიკული მედია წერს, „ონლაინ“ ვაჭრობის ლიდერია, მაგრამ მისთვისაც კი არსებობს მიმართულება, სადაც გაძლიერება სჭირდება. გამოცემა The Verge თვლის, რომ მისი სუსტი წერტილი მოდაა. სწორედ ამიტომ, კომპანიამ, ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე, StyleSnap შექმნა. ამ ფუნქციონალით, მომხმარებელი, მარტივად მოძებნის და შეარჩევს სამოსს „ამაზონიდან“.

ილუსტრაციის ავტორი – ალექს კასტრო/The Verge

StyleSnap „ამაზონის“ მობილურ აპლიკაციაშია ჩაშენებული. მომხმარებელს შეუძლია,  გადაიღოს ფოტო ან ძველი სურათი ატვირთოს. პროგრამა, სპეციალური ალგორითმით, გამოსახულებას მისთვის იდეალურ „ლუქს“ შეურჩევს და ვებგვერდზე განთავსებულ ასეთ სამოსს მოუძებნის.

„ტექნოლოგიების გამოყენებით, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის, ვცდილობთ, მომხმარებლებთან ურთიერთობა გავამარტივოთ“, – ამბობს Amazon-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ უილკი.

მსგავსი სერვისები სხვა გლობალურ ბრენდებსაც აქვთ, მაგალითად, ბრიტანულ კოსმეტიკისა და სამოსის კომპანიას Asos. წინასწარ რთული სათქმელია, რამდენად ეფექტური იმუშავებს „ამაზონის“ StyleSnap. საბოლოოდ ეს მაინც მომხმარებლებმა უნდა გამოსცადონ.

თბილისში სივრცე იხსნება, რომელშიც ყველაფრის დალეწვას შეძლებთ

მოდი, დავიწყოთ მომავლით (გაგრძელება) – რევაზ კოპალაძის #აზრები