in

Amazon „ბეჭდების მბრძანებელზე“ დაფუძნებით ახალ თამაშს ქმნის

მას შემდეგ, რაც ონლაინ საცალო ვაჭრობის გიგანტმა The Lord of the Rings-ის სატელევიზიო უფლებები იყიდა და გასულ წელს სტრიმინგ სერიების სახით The Rings of Power გაუშვა, ახლა უკვე Amazon Games გადადის მოქმედებაზე. უფრო კონკრეტულად, ბეჭდების მბრძანებელზე დაფუძნებით ახალ ონლაინ თამაშს (MMO) Embracer Group-თან ერთად ქმნიან. სიუჟეტი კი მესამე ეპოქის მითურ მიწაზე განვითარდება, ზუსტად იმ დროს, როცა ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის წიგნები გამოჩნდა… 

საინტერესოა ისიც, რომ ეს ამაზონისგან ბეჭდების მბრძანებლის MMO-ს შექმნის პირველი მცდელობა არ არის. ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდნენ თამაშის გეგმების შესახებ და ამას Leyou Technologies Holdings Limited-თან ერთად აპირებდა. თუმცა გეგმები ვერ შესრულდა, რადგან პარტნიორი კომპანია Tencent-მა იყიდა. მათ შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მსგავს სიტუაციებში შეთანხმება უნდა დასრულებულიყო.

უკვე გასულ ზაფხულს კი Embracer-მა Middle Earth შეიძინა და ხელახლა განიხილეს თამაშის იდეა — გასულ კვირას შეთანხმება დაიდო. თუმცა კომპანიას ჯერჯერობით არც სახელი გამოუცხადებია და არც თამაშის გაშვების თარიღი, რადგან ჯერ წარმოების საკმაოდ ადრეულ ფაზაზე არიან. Third Age of Middle Earth-ში განვითარებული მოვლენების გამო კი, მას ამაზონის The Rings of Power-ის სერიებთან თანაკვეთა არ აქვს. მეტიც, არც Lord of the Rings Online-თან აქვს რაიმე ბმა, კიდევ ერთ თამაშთან, რომელიც წიგნის ერთ-ერთ პერიოდზე დაფუძნებით შეიქმნა. 

არ მგონია, რომ ეს დიდ დაბნეულობას გამოიწვევს. ჩვენ სრულიად ახალ თამაშების თაობაზე ვსაუბრობთ ტექნოლოგიებისა და იმ ყველაფრის კუთხით, რაც შესაძლებელია, — აცხადებს კრისტოფ ჰარტმანი, Amazon Game Studios-ს ვიცე პრეზიდენტი. 

ამაზონში იმედოვნებენ, რომ ბეჭდების მბრძანებლის ხსენებაც კი უამრავ მოთამაშეს მოიზიდავს, ისეთებსაც კი, რომლებიც მსგავს თამაშებს თავს არიდებენ. თუმცა ჰარტმანის თქმით, ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები თამაშობენ… იმდენად კარგი უნდა გამოვიდეს, რომ თუ ბეჭდების მბრძანებელს ამოვიღებთ, მაინც კარგ თამაშად დარჩეს.

მსოფლიოს უძველესი ლოგო ცნობილ ფერწერულ ტილოებში იმალება — Stella Artois

ამბავი როლსსა და როისზე