in

Amazon-ის ოპუსი თეატრის დამლაგებელს ოცნებას უხდენს

BOG
BOG

საშობაო ჯადოსნური ამბების ტალღას Amazon-იც შეუერთდა და Midnight Opus შემოგვთავაზა. მთავარი გმირი აქ თეატრის დამლაგებელია, რომელსაც არცთუ ისე ფარული ნიჭი აქვს. ეს 1965 წლის კლასიკის What the World Needs Now Is Love-ის შესრულების დროს ვლინდება — როცა დამლაგებელი საქმის კეთებისას ღიღინს იწყებს, დაუყოვნებლივ იპყრობს სხვების ყურადღებას… იმ ემოციების საპასუხოდ კი, რომელსაც თანამშრომლებში იწვევს, პატარა ჯადოსნობა ხდება:

Midnight Opus იმ ბედნიერებას ზეიმობს, რომელიც ადამიანებისთვის რაღაც განსაკუთრებულის კეთებით მიიღება ცხოვრებაში. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რა მშვენიერია სიკეთის ამ პატარა ჟესტის მიღება, იქნება ნაფიქრი საჩუქარი თუ უბრალო გამამხნევებელი სიტყვა, ამიტომ, გვინდოდა ეს უთქმელი ემოცია გაგვეცოცხლებინა, — აცხადებს ჯო შუსმითი, Amazon-ის CCO.

რეკლამაზე Hungry Man-ის უეინ მაკკლამმა იმუშავა. ამაზონს კი მხოლოდ ერთი რამ დარჩა ჩვენთვის სათქმელი, რომ ამ სეზონზე ოცნებები ავიხდინოთ…

Schweppes – შუშხუნა ტონიკი, რომელიც სამეფო ოჯახშიც კი უყვარდათ

თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზში გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა