in

Amazon-ის მოწყობილობები მალე თქვენს ინტერნეტს ავტომატურად გააუზიარებს მეზობლებს

Amazon Sidewalk არის საერთო ქსელი, რომელიც მოწყობილობებს უკეთ მუშაობაში ეხმარება

veon
veon

თუ Alexa-ს, Echo-ს ან Amazon-ის სხვა მექანიზმს იყენებთ, მხოლოდ რამდენიმე დღე გაქვს იმისათვის, რომ უარი თქვათ ექსპერიმენტზე, რომელიც პირად კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას ეხება.

8 ივნისს კომპანია აღნიშნულ სერვისებს ავტომატურად დაარეგისტრირებს Amazon Sidewalk-ში. ახალი უსადენო ქსელის სერვისი კი თქვენი ინტერნეტის სიჩქარის მცირე ნაწილს ახლომდებარე მეზობლებს გაუზიარებს, რომლებსაც კავშირი არ აქვთ. ხოლო როდესაც თქვენ არ გექნებათ კავშირი, მათი სიხშირის გამოყენებას შეძლებთ.

უფრო კონკრეტულად, სისტემაში ჩაერთვება Amazon მოწყობილობები, მათ შორის Alexa, Echo, Ring, უსაფრთხოების კამერები, გარე განათებები, მოძრაობის სენსორები და Tile Trackers.

რა არის Amazon Sidewalk?

Amazon Sidewalk არის საერთო ქსელი, რომელიც მოწყობილობებს უკეთ მუშაობაში ეხმარება. მისი მეშვეობით, გამარტივდება ახალი მოწყობილობების დაყენება, გაფართოვდება დაბალი გამტარუნარიანობის სამუშაო დიაპაზონი – ასე მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში დარჩენას შეძლებენ მაშინაც კი, როდესაც საკუთარი სახლის Wi-Fi-სგან შორს იქნებიან.

როგორ იმოქმედებს Amazon Sidewalk თქვენს პერსონალურ უკაბელო გამტარობაზე და მონაცემთა გამოყენებაზე?

Amazon Sidewalk-თან კავშირს Sidewalk Bridge უზრუნველყოფს. მის სერვერზე მაქსიმალური სიჩქარეა 80Kbps, რომელიც ტიპობრივი მაღალი რეზოლუციის ვიდეოზე გამოიყენება. სისტემის მიერ გამოყენებული ყოველთვიური მონაცემები თითო ანგარიშზე 500 მბ-ს აღემატება, რაც დაახლოებით 10 წუთიანი ვიდეოს ეkვივალენტურია.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა Amazon Sidewalk-ში?

Amazon Sidewalk თქვენს მოწყობილობას დაეხმარება, მუდმივ ონლაინ რეჟიმში დარჩეს – მაგალითად, თუ თქვენი Echo მოწყობილობა კარგავს Wi-Fi კავშირს, Sidewalk-ს შეუძლია, გაამარტივოს თქვენი როუტერის ხელახლა დაკავშირება.

ამასთან ერთად, Ring მოწყობილობების შემთხვევაში კვლავ მიიღებთ უსაფრთხოების გაფრთხილებებს და ისინი ინტერნეტ კავშირის დაკარგვის შემდეგაც შეძლებენ პრობლემების მოგვარებას.

საგულისხმოა, რომ ამაზონის ტექნიკური საფუძვლებისა და მომსახურების პირობების თანახმად, კომპანია დაიცავს მომხმარებელთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას. სიმართლე ითქვას, ნაშრომი საკმაოდ ყოვლისმომცველია და ჯერჯერობით არ არის ცხადი კონკრეტული ხარვეზები, რომლებიც მომხმარებლებს, სავარაუდოდ, სისტემის გამოყენებაზე უარს ათქმევინებს.

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა